RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ასეთი იქნება პეჟო 209?

"პეჟო" წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის, კონცეპტუალურ მოდელ SR1-ს ამზადებს, რომლის გარეგნობაშიც, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, "ლომების" ახალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება.

24 საათი 03.02.10

"პეჟო" წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის, კონცეპტუალურ მოდელ SR1-ს ამზადებს, რომლის გარეგნობაშიც, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, "ლომების" ახალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კი ინტერნეტში გაჩნდა კომპიუტერული ფოტოები იმ ავტომობილისა, რომელიც სავარაუდოდ, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 208-ს შეცვლის და ბაზარზე მალე 209-ს სახელით წარსდგება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ ავტომობილის შესახებ არც ტექნიკური მონაცემები არსებობს და არც სხვა დეტალები. ზუსტად არც ისაა ცნობილი, თუ როდის აპირებს მის პრემიერას ფრანგული კომპანია. სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება ვარაუდი, რომ 209-ს გარეგნობაში SR1-ს დიზაინის ბევრ ელემენტს ვიხილავთ.

"პეჟოს" ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ თავის ავტომობილებში სასწრაფოდ აპირებს ახალი სტილის ელემენტების დანერგვას, რათა ძირეულად შეიცვალოს ძველი კორპორატიული სტილი, რომელიც კომპანიის გაყიდვებზე უარყოფითად აისახება.

ამ კომპიუტერულ სურათზე კარგად ჩანს, თუ რომელი ელემენტები გადაინაცვლებს სერიულ ავტომობილებზე კონცეპტუალური SR1-დან. პირველ რიგში, ესაა რადიატორის ბადე, წინა ფარები და წინა ბამპერში ჩაყოლებული ორი სამკუთხა ჰაერამღები. ახალი სტილი ავტომობილის უკანა ნაწილშიც შესამჩნევია - ესაა უკანა დიდრონი შუშა და ასევე დიდი ზომის ფარები.

მთლიანობაში, ორკარიანი ავტომობილი უფრო სპორტულად გამოიყურება, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს სპორტულობა სხვა მოდელებზეც შესამჩნევი იქნება და ალბათ, ინტერიერსაც შეეხება.

"პეჟო 209" პოპულარული 207-ის ტრადიციების გამგრძელებელი უნდა გახდეს და ეს ტრადიცია, პირველ რიგში, ახალი ავტომობილის პოპულარობაზე უნდა აისახოს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი სტილის დამკვიდრება დადებითად აისახება გაყიდვებზე.

მოსალოდნელია, რომ "პეჟო 209-ს" პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე, ან მერმის, ჟენევაში ვიხილავთ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი