RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ატელიე EDAG-ი ჟენევისთვის ახალ "მსუბუქ ავტომობილს" ამზადებს

შარშან, ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური "ლაით ქარ" (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

24 საათი 03.02.10

შარშან, ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური "ლაით ქარ" (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.

კონცეპცია იმით იყო საყურადღებო, რომ მასში, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, ავტომობილის ძირზე იყო მოთავსებული. ფირმის პრეს რელიზში ეწერა, რომ ამ ძალური დანადგარებით, ერთჯერადი დამუხტვით, ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეეძლო.

კონცეპციაში ისიც საინტერესო იყო, რომ მისი სტრუქტურის 100 პროცენტი ბაზალტის ბოჭკოს კომპოზიტისგან იყო დამზადებული, რომელიც სრულ გადამუშავებას ექვემდებარება. ეს მასალა ალუმინზე მსუბუქი, კარბონის კომპოზიტზე გაცილებით იაფია და რაც მთავარია, იმავე თვისებებით ხასიათდება, როგორებიც ავტოინდუსტრიაში ამჟამად ფართოდ გამოყენებად მასალებს აქვს.

რა თქმა უნდა, კონცეპციაში დიზაინის მხრივაც სხვა ბევრი სიახლეც იყო. მაგალითად, გარემო პირობების შესაბამისად, ავტომატურად რეგულირებადი განათების სისტემა და ინტერიერი, რომელშიც მაჩვენებლების დაფა, მძღოლის პარამეტრების შესაბამისად, იოლად რეგულირდება.

და აი, ჟენევის წლევანდელი შოუსთვის, გერმანული ატელიე იმავე კონცეპციის გაგრძელებას, უფრო სწორედ კი უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს. ეს იქნება ერთგვარი ნახევარფაბრიკატი, რომელშიც არაერთი ინოვაციის გამოყენება იგეგმება. რაც მთავარია, პლატფორმა მსუბუქი მასალებისგან მზადდება და ის კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილების ასაგებად იქნება გამოსადეგი. თავად პლატფორმა 1 200 კილოგრამს იწონის და ის იმავე ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, როგორიც EDAG-მა შარშანდელ კონცეპციაზე გამოიყენა.

კომპანიის განცხადებით, ახალი პლატფორმის წარმოებისთვის, შედარებით მცირე საინვესტიციო პაკეტიც საკმარისი იქნება. თუმცა, ამ პაკეტის მოცულობა ჯერ დაზუსტებული არაა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ კონცეპციის შემუშავებისას, ატელიე ერთდროულად რვა პარტნიორის მხარდაჭერით სარგებლობდა.

EDAG-ის განცხადებით, ახალი კონცეპცია "მსუბუქი ავტომობილი" პატარა კომპანიებისთვის მისწრება იქნება, რადგან მცირე კაპიტალდაბანდებით, ამ უნივერსალურ პლატფორმაზე მცირესერიული წარმოების აწყობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. და რაც მთავარია, საბოლოო პროდუქტიც არ იქნება ძვირი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი