მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გაინაღდა, შაბათს რუმინეთთან თამაშს მაინც პრინციპული დატვირთვა ექნება. საქმე ისაა, რომ "ბორჯღალოსნებს", როგორც "ერთა თასის" მფლობელებს, უმთავრეს კონკურენტთან ტიტული აქვთ დასაცავი.
24 საათი 11.03.10

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გაინაღდა, შაბათს რუმინეთთან თამაშს მაინც პრინციპული დატვირთვა ექნება. საქმე ისაა, რომ "ბორჯღალოსნებს", როგორც "ერთა თასის" მფლობელებს, უმთავრეს კონკურენტთან ტიტული აქვთ დასაცავი.
საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან გასვლითი შეხვედრაში დიდი ბრძოლა რომ გადახდებათ ცხადია. შეხვედრის მასპინძლები რეპეშაჟიდან მსოფლიო თასზე გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებენ და შესაბამისად, დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ. იქამდე კი "ბორჯღალოსანთა" ავსტრალიელმა დამრიგებელმა ტიმ ლეინმა სარუმინეთოდ გაფართოებული შემადგენლობის 24 მორაგბე დაასახელა, რასაც აქვე გაეცნობით.
პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 3 თამაში, 0 ქულა), იური ნატრიაშვილი ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი, 23 თ., 5 ქ.), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი, 28 თ., 15 ქ.), გოდერძი შველიძე ("მონტობანი", საფრანგეთი, 53 თამაში, 35 ქულა), დავით დადუნაშვილი ("პერიგო", საფრანგეთი, 26 თ., 15 ქ.);
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 33 თ., 10 ქ.), ილია ზედგინიძე ("კარკერედნიერი", საფრანგეთი, 58 თ., 75 ქ.), გიორგი ნემსაძე ("მასი", საფრანგეთი, 14 თ., 20 ქ.);
მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია ("ლე ბუგი", საფრანგეთი, 13 თ.), გრიგოლ ლაბაძე ("მერსეი-ვიტროლი", საფრანგეთი, 59 თ., 55 ქ.), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 39 თ., 20 ქ.), ბესარიონ უდესიანი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 37 თ., 50 ქ.), ლაშა თავართქილაძე ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი, 4 თ., 5 ქ.);
ნახევარდაცვა და უკანა ხაზი
9-10: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 63 თ., 30 ქ.), ბიძინა სამხარაძე ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი, 45 თ., 20 ქ.), ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი, 23 თ., 70 ქ.);
12-13: თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი, 45 თ., 65 ქ.), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 34 თ., 35 ქ.), ირაკლი გიორგაძე ("დაქსი", საფრანგეთი, 36 თ., 16 ქ.);
11-14: ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 39 თ., 80 ქ.), მალხაზ ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 60 თ., 284 ქ.), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი, 15 თ., 20 ქ.), ალექსანდრე თოდუა ("ლელო", თბილისი, 16 თ., 5 ქ.) ;
15: მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი, 41 თ., 185 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე