ქალთა საერთაშორისო დღეს რაგბის საერთაშორისო კავშირმა IRB-მ გამოაქვეყნა მორიგი ყოველკვირეული რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ერთი კვირის წინ, მე-16 ადგილს იკავებს.
24 საათი 10.03.10

ქალთა საერთაშორისო დღეს რაგბის საერთაშორისო კავშირმა IRB-მ გამოაქვეყნა მორიგი ყოველკვირეული რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ერთი კვირის წინ, მე-16 ადგილს იკავებს.
იმის გამო, რომ გასულ კვირაში არც ოფიციალური მატჩები გამართულა და არც ამხანაგური, რეიტინგი უცვლელია.
“ბორჯღალოსნები” ისევ უსწრებენ რუსეთისა და აშშ-ს ნაკრებ გუნდებს და მეთხუთმეტე ადგილზე მყოფ ტონგას ნაკრებს სულ ცოტათი ჩამორჩებიან.
რეიტინგში საგრძნობი ცვლილებები, წესით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში მოხდება. ცხადია, ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს. შაბათს რუმინეთთან და 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩები საქართველოს ნაკრების რეიტინგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ. რუმინეთთან მარცხმა, შესაძლოა, მე-16 ადგილი დაგვაკარგვინოს, ხოლო თუ რუმინეთსაც დავამარცხებთ და შემდეგ რუსეთსაც, ერთა თასსაც მოვიგებთ და რეიტინგშიც აუცილებლად წინ წავიწევთ.
რაც შეეხება რეიტინგის ზედა ნაწილს, პირველობას არავის უთმობს ახალი ზელანდიის ნაკრები. მეორე ადგილზე სამხრეთაფრიკელები არიან, მესამეზე კი - ავსტრალიელები. ევროპელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს საფრანგეთის ნაკრებს - მეოთხე ადგილზეა გამაგრებული.
IRB-ს რეიტინგი 8 მარტისთვის
1. ახალი ზელანდია 91,68
2. სამხრეთ აფრიკა 88,60
3. ავსტრალია 85,56
4. საფრანგეთი 85,22
5. ირლანდია 84,47
6. ინგლისი 80,62
7. არგენტინა 80,56
8. უელსი 78,81
9. ფიჯი 75,90
10. შოტლანდია 74,48
11. იტალია 73,20
12. სამოა 72,08
13. იაპონია 70,59
14. კანადა 68,80
15. ტონგა 68,11
16. საქართველო 67,44
17. აშშ 67,05
18. რუსეთი 67,03
19. რუმინეთი 65,22
20. ურუგვაი 60,89
21. პორტუგალია 60,57
22. ნამიბია 58,98
23. ესპანეთი 58,23
24. ჩილე 57,95
25. კორეა 57,90
26. უკრაინა 55,47
27. ყაზახეთი 55,12
28. ბრაზილია 54,97
29. გერმანია 54,28
30. ტუნისი 54,12