RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

საქართველო სარაგბო სასწაულის მოლოდინში

გთავაზობთ სარაგბო საიტ rugbyworldcup.com-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრებს და ქართულ რაგბის ეხება.

24 საათი 06.03.10

გთავაზობთ სარაგბო საიტ rugbyworldcup.com-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრებს და ქართულ რაგბის ეხება.

"გვსურს შეგახსენოთ 2007 წლის სარაგბო მსოფლიო თასის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. საქართველო-ირლანდიის მატჩის დასრულებამდე 25 წუთია დარჩენილი. თამაშს იგებენ ქართველები ანგარიშით 10:7. დემპსის ლელომ ირლანდიელები სირცხვილისგან იხსნა, მაგრამ ქართველთა გმირობამ დაგვანახა, რომ გუნდს, რომელიც ევროპული რაგბის საუკეთესო ექვსეულს მიღმა თამაშობს, ბევრი შესძლებია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კი დარწმუნებულია, რომ 2007 წლის შემდეგ მისი გუნდი მხოლოდ პროგრესირებს.

2007 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა თასზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. ამ ტურნირს ექვსი ერის B დივიზიონიც შეიძლება ვუწოდოთ. გასულ კვირას კი ტიმ ლეინმა და მისმა შეგირდებმა 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზური დაიბევეს.

"კმაყოფილი ვართ, რომ მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ. 2007 წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე წარმატებით ითამაშა, მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება და ფაქტობრივად თანაბარი თამაში აჩვენა ირლანდიის ნაკრებთან", - განუცხადა ტიმ ლეინმა Total Rugby Radio-ს.

"მომავალ წელს ახალ ზელანდიაში ჩვენი მიზანია კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება და ვოცნებობთ მეორე თამაშის მოგებაზეც. შესარჩევ ციკლში პირველ ადგილს თუ დავიკავებთ, მსოფლიო თასზე ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიის და საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული კიდევ ერთი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. რა თქმა უნდა, ამ სამეულის დამარცხება ახლა ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, კარგი რაგბი ვაჩვენოთ და სასწაულზე ვიოცნებებთ. ყველაფერი შესაძლებელია", - ამბობს ლეინი.

ლეინის გუნდმა ერთა თასის ბოლო ორ გათამაშებაში გაიმარჯვა და წლეულს, ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. ლეინის გუნდი ევროპულ რაგბიში ექვსი ერის მიღმა დარჩენილთა შორის საუკეთესოდ ითვლება.

"საქართველოში რაგბი უაღრესად პოპულარული სპორტია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთიც კი უკან ჩამოიტოვა. წლეულს და მომავალ წელსაც იგეგმება რაგბის გაკვეთილების დანერგვა სკოლებში, უახლოეს წლებში კი რაგბი საქართველოში კიდევ უფრო წინ წავა", - აცხადებს ლეინი.

"აქაური მორაგბეები წამყვანი სარაგბო ნაკრები გუნდების თამაშს მუდმივად ადევნებენ თვალყურს. მათთვის საუკეთესო გუნდებთან თამაში უდიდესი შანსია. რა თქმა უნდა, წამყვან ნაკრებებთან ჭიდილი ადვილი არ არის, მაგრამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა და მომავალ მსოფლიო თასზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიწიოთ.

2007 წელს გუნდი უფრო ძალისმიერ თამაშს აჩვენებდა. ახლა საქართველოს ნაკრებმა ხელით თამაშიც დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ კოზირად კვლავ იგივე რჩება, თუმცა, გვყავს ძალიან კარგი ბეკები და ამას ყველა დაინახავს. მსოფლიო თასამდე თამაშს კიდევ უფრო დავხვეწთ და ახალ ზელანდიაში დიდი გუნდებისთვის ჩვენი თამაში ნამდვილი სიურპრიზი იქნება", - ამბობს ლეინი.

მაგრამ მსოფლიო თასამდე ძლელოებს" ერთა თასი აქვთ მოსაგები - ამ ტურნირში ხომ კიდევ ორი ტურია გასამართი.

"რუსეთთან მატჩი ყოველთვის პრინციპულია და ამ შეხვედრაში სატურნირო მოტივაციას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. რაც შეეხება რუმინეთს, ამ გუნდს ჯერაც არ მოუპოვებია მსოფლიო თასის საგზური და, ვიცი, რუმინეთში უმძიმესი მატჩი გველის", - დასძენს საქართველოს ნაკრების ავსტრალიელი მწვრთნელი ტიმ ლეინი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი