RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფორლანი - ახალი გამარჯვებების მოლოდინში

დღეს მონაკოში დიდი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

24 საათი 26.08.10

ფორლანი სუპერთასს უმიზნებს
ფორლანი სუპერთასს უმიზნებს

დღეს მონაკოში დიდი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

ჩატარდება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, დასახელდება გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელბი და ეს ყველაფერი დასრულდება ევროპის სუპერთასის მატჩით, რომელშიც მილანის "ინტერი" და მადრიდის "ატლეტიკო" შეხვდებიან ერთმანეთს. თამაშამდე ერთი დღით ადრე "ატლეტიკოს" ურუგვაელი ლიდერი დიეგო ფორლანი იტალიურ გამოცემა Corriere dello Sport-ს ესაუბრა.

- სუპერთასის მატჩში ფავორიტად "ინტერი" ითვლება. "ატლეტიკოს" რა შანსი აქვს?

- "ინტერი" ძლიერი გუნდია, თუმცა, ჩვენ სუპერთასის მოგებას ვაპირებთ და ამის რეალური შანსიც გვაქვს.

- რა მიგაჩნიათ "ინტერის" ძლიერ მხარედ?

- ამ გუნდს სუსტი მხარე თითქმის არა აქვს. გუნდურ თამაშშიც ძლიერია და ფეხბურთელები ინდივიდუალურადაც ბრწყინვალედ არიან მომზადებული. "ინტერმა" დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. აღარაფერს ვამბობ იტალიის ჩემპიონატზე. აპენინებზე ამ გუნდს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს.

- რას დაუპირისპირებს "ატლეტიკო" იტალიურ გრანდს?

- პირველ რიგში თავდადებას. ასი პროცენტით დავიხარჯებით და შევეცდებით თასი მოვიგოთ.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კლასში უპირატესობა "ინტერის" მხარესაა?

- "ინტერი" ჩემპიონია, ჩვენ კი მხოლოდ გვინდა ამ ტიტულის მოპოვება. დიახ, კლასით "ინტერი" უფრო მაღლა დგას, ვიდრე "ატლეტიკო", მაგრამ საუბარია ერთ მატჩზე, რომლის ბედი, შესაძლოა, ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტოს. ასეთ ვითარებაში კლასში განსხვავებაზე საუბარი ზედმეტია.

- როგორც ამბობენ, სუპერთასის მოგება მაინცდამაინც პრესტიჟული არაა. სეზონი მხოლოდ ახლა იწყება და ეს ერთი რიგითი თამაშია...

- დიახ, სეზონი ახლა იწყება და თუ სუპერთასი მოვიგეთ, ეს სეზონის წარმატებულ სტარტად ჩაითვლება. კარგი დასაწყისი კი საქმის ნახევარია. ამიტომაც გვინდა სუპერთასის მოგება. ეს ჩვენთვის კარგი სტიმული იქნება.

- მთლიანობაში ამ სეზონისგან რას ელით? რა მიზნები აქვს "ატლეტიკოს"?

- პირველ რიგში, სუპერთასი უნდა მოვიგოთ. ევროპის ლიგის მოგებამ დაადასტურა, რომ ტყუილად არ გვქონია ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ამბიცია და ამ საზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვაპირებთ. ამავე დროს ეროპის ლიგის გამარჯვებულის ტიტულიც უნდა დავიცვათ.

- პირადად თქვენ ზურგს გიმაგრებთ ბრწყინვალედ გამართული მუნდიალი, რომელზეც "ოქროს ბურთი" მოიგეთ. სასიამოვნო მოგონებები ხომ არ განელებულა?

- სასიამოვნო მოგონებები "ოქროს ბურთს" არ უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამ ტიტულის მოგება კარგი იყო, თუმცა, ჩემთვის ინდივიდუალურ ჯილდოებს მნიშვნელობა არა აქვს. მუნდიალზე ჩვენი მთავარი მონაპოვარი ის გახლდათ, რომ ურუგვაის ნაკრებმა უმაღლეს დონეზე ითამაშა.

- წარმატებული მუნდიალის შემდეგ თქვენი გადაბირება ევროპულ გრანდებსაც სურდათ. თქვენ კი "ატლეტიკოში" დარჩენა ამჯობინეთ.

- ეს მხოლოდ ჭორებია. კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს. "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს და ამ გუნდის დატოვებას არ ვაპირებ.

- შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახალი სეზონისთვის ასი პროცენტით მზად ხართ? მუნდიალმა ხომ სერიოზული კორექტივები შეიტანა თქვენს მომზადებაში...

- გასული სეზონი მართლაც რთული აღმოჩნდა. 70-მდე მატჩი გავმართე და, ცხადია, გადავიღალე. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასვენება მოვასწარი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ასე რომ, სეზონისთვის მზად ვარ. იმედია, ამ სეზონს ახალი ტიტულის მოგებით გავხსნი.

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი