RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

"11 სექტემბერს ტიტულს დავიბრუნებ"

11 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონი IBF და WBO-ს ვერსიით, უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო ნიგერიულ კოშმარად წოდებულ სამუელ პიტერს დაუპირისპირდება.

24 საათი 09.09.10


11 სექტემბერს ვლადიმირ კლიჩკო და სამუელ პიტერი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას
11 სექტემბერს ვლადიმირ კლიჩკო და სამუელ პიტერი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას

11 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონი IBF და WBO-ს ვერსიით, უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო ნიგერიულ კოშმარად წოდებულ სამუელ პიტერს დაუპირისპირდება.

ამ მეტად საინტერესო ბრძოლის წინ ფრანკფურტში გაიმართა ორი მოკრივის პრესკონფერენცია, რომელზეც უკრაინელმა სცადა ნიგერიელის პროვოკაციაზე წამოგება, თუმცა, პიტერი ყოველგვარი აღელვების გარეშე უსმენდა უკრაინელის რეპლიკებს და შემდეგ ძალზე მშვიდად უპასუხა. პრესკონფერენცია დაემთხვა პიტერის დაბადების დღეს, რომელიც კლიჩკომ ლამაზი ტორტით მიულოცა.

"მინდა პიტერს დაბადების დღე მივულოცო. 30 წელი ბრწყინვალე ასაკია. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც 30 წლის გავხდი. სწორედ მაშინ მივაღწიე სპორტული ფორმის პიკს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ყოველწლიურად ჩემი მიღწევები უფრო სოლიდური ხდება. მიხარია, რომ მომავალი ბრძოლა იმ დარბაზში გაიმართება, რომელშიც 45 წლის წინ ლეგენდარული მუჰამედ ალი მართავდა თავის ბრძოლას. უკვე შევეჩვიე, რომ ჩემი მეტოქეები და მისი გუნდის წევრები ბრძოლამდე პირობებს დებენ, ამბობენ, რომ პირველივე რაუნდში გამიშვებენ ნოკაუტში. ამას ყურადღებას არ ვაქცევ, - თქვა კლიჩკომ და შემდეგ მეტოქეს მიმართა, - სემ, შენთვის ეს განსაკუთრებული დღეა. შენმა მენეჯერმა ივაილო გოტცევმა განაცხადა, რომ ჩემი საჩემპიონო ქამრები შენთვის დაბადების დღის საჩუქარი იქნება. ნება მომეცი, თავად მოგართვა ეს საჩუქარი, თანაც ახლავე. აი, აიღე ქამრები, ხელი მოკიდე, ნახე, როგორია. შეგიძლია ითამაშო კიდეც. ჰო, მართლა, აქ ფოტორეპორტიორებიც არიან და, მოდი, ქამრებთან ერთად ფოტო გადაიღე. ეს მშვენიერი საჩუქარი იქნება. მოკლედ, მიდი, ნუ გერიდება, ქამრებით გაერთე, - იქვე მჯდომმა პიტერმა უკრაინელის დამცინავ ფრაზებს ყურადღება არ მიაქცია და კლიჩკომაც საუბრის თემა შეცვალა, - მომავალ ბრძოლაზე საოცრად მოტივირებული გავალ. ხუთი წლის წინ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ატლანტიკ-სიტიში გაიმართა, დაძაბული გამოდგა. ამიტომ მინდა ერთი შეკითხვა დაგისვა. შენ ამბობ, რომ ჩვენი პირველი ბრძოლა მოიგე და ეს მოგება მსაჯებმა მოგპარეს. ეს მართლა შენი სიტყვებია? სემ, მე შენ გეკითხები, რატომ ხარ ჩუმად, გესმის ჩემი?"

ნიგერიელი მორჩილად უსმენდა ვლადიმირ კლჩიკოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ჟურნალისტებს. "ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მომეცა გერმანიაში ჩამოსვლის საშუალება. მიხარია, რომ რევანშის აღების შანსი მაქვს. ეს იქნება ლამაზი და კლასიკური დაპირისპირება. ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. ვლადიმირს შაბათს რინგზე გავცემ პასუხს. ღმერთს სჯერა ჩემი მე მწამს ღმერთის. რწმენა მაშინაც კი არ დამიკარგავს, როდესაც ვლადიმირ კლიჩკომ ატლანტიკ-სიტიში დამამარცხა, ვიტალიმ კი - ბერლინში. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ჩემი დრო წავიდა, მაგრამ დავბრუნდი. ჩემი დროც მოვიდა. 11 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დავიბრუნებ. სექტემბერი ჩემი თვეა. ამ დღეს 2005 წლიდან ველოდი".

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი