შაბათს რუსეთის ნაკრები ერთა თასის ბოლოსწინა ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
24 საათი 10.03.10
შაბათს რუსეთის ნაკრები ერთა თასის ბოლოსწინა ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუს მორაგბეთა თავკაცმა ნიკოლაი ნერუშმა უკვე დაასახელა თავისი გუნდის შემადგენლობა. ნერუში გერმანელებთან ძირითადი შემადგენლობით თამაშს არ აპირებს. ასე რომ, იმ მორაგბეებიდან, რომლებიც გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 20 მარტს ტრაბზონში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ბევრი ვერ ითამაშებს. გერმანიაში წასაყვანად კი ნერუშმა შემდეგ მორაგბეებს უხმო:
ვლადიმირ ოსტროუშკო (“იუგი”, კრასნოდარი), მიხაილ ბაბაევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი პრონენკო (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), გიორგი მინაძე (“იმპერია”, პენზა), ალექსეი კორობეინიკოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ნიკიტა მედკოვი (“სლავა”, მოსკოვი), ალექსანდრ გვოზდოვსკი (“კრასნი იარი”, კრასნოიარი), ვიქტორ გრესევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადისლავ კორშუნოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ ვოიტოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იგორ კლუჩნიკოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), იური კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), კირილ კუშნარიოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი კუზინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ევგენი მატვეევი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ანდრეი ტემნოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსანდრ იანუშკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსანდრ შაკიროვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი ტრავკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვლადიმირ ბოტვინიკოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსეი პაპასენკო (“ვვა-პოდმოსკოვიე”), არტიომ ფათახოვი (“ენისეი-სტმ”, კრასნოიარსკი), ალექსანდრ ხროკინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), სერგეი ტრიშინი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ვასილი არტიომოვი (“ვვა-პოდმოსკოვიე”), ალექსეი მაკოვეცკი (“კრასნი იარი”, კრასნოიარსკი).
რუსეთის ნაკრებმა, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ახალი ზელანდიის საგზური შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი, თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ და რომელი მეორე ადგილს. ეს 20 მარტს ტრაბზონში გადაწყდება.