საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია.
24 საათი 03.03.10
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია.
მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ პირველად გაასწრო რუსეთის ნაკრებს და მე-16 საფეხურამდე აღზევდა. “ბორჯღალოსანთა” წინსვლა ესპანეთის ნაკრების ძლევით როდია განპირობებული. შაბათს მოგებული თამაშის გამო საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ქულები არ დაეწერათ. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც რუსეთ-რუმინეთის ნაკრების თამაში ფრედ დასრულდა, რუსებს დააკლდათ სარეიტინგო ქულები და ჩვენი წინსვლაც ამით არის განპირობებული. საქართველოს ნაკრები ერთა თასის მომდევნო ორ მატჩს რუმინეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ გამართავს და ეს თამაშები რეიტინგზე სერიოზულ გავლენას მოახდენენ.
IRB-ს რეიტინგი 1 მარტისათვის
1. ახალი ზელანდია 91,68
2. სამხრეთ აფრიკა 88,60
3. ავსტრალია 85,56
4. საფრანგეთი 85,22
5. ირლანდია 84,47
6. ინგლისი 80,62
7. არგენტინა 80,56
8. უელსი 78,81
9. ფიჯი 75,90
10. შოტლანდია 74,48
11. იტალია 73,20
12. სამოა 72,08
13. იაპონია 70,59
14. კანადა 68,80
15. ტონგა 68,11
16. საქართველო 67,44
17. აშშ 67,05
18. რუსეთი 67,03
19. რუმინეთი 65,22
20. ურუგვაი 60,89
21. პორტუგალია 60,57
22. ნამიბია 58,98
23. ესპანეთი 58,23
24. ჩილე 57,95
25. კორეა 57,90
26. უკრაინა 55,47
27. ყაზახეთი 55,12
28. ბრაზილია 54,97
29. გერმანია 54,28
30. ტუნისი 54,12