RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

მარტის ბაშოს ერთი იოკოძუნა ეყოლება

14 მარტს სტარტს აიღებს სუმოისტთა სეზონის რიგით მეორე სუპერტურნირი.

24 საათი 02.03.10


ახალ ბანძუკეში ასოშორიუს სახელი აღარ არის
ახალ ბანძუკეში ასოშორიუს სახელი აღარ არის

14 მარტს სტარტს აიღებს სუმოისტთა სეზონის რიგით მეორე სუპერტურნირი.

მარტის ბაშო გამორჩუელი იქნება. საქმე ის არის, რომ იანვრის ბაშოს დასრულების შემდეგ თანამედროვე სუმოში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა - სპორტული კარიერა დაასრულა დეკადის უძლიერესმა სუმოისტმა, მონგოლმა გოლიათმა ასოშორიუმ. თებერვალში ასოშორიუს გარკვეული პრობლემები შეექმნა - დიდი ჩემპიონი სკანდალურ ამბავში გაეხვია და სწორედ ამის გამო დაასრულა კარიერა. ასე რომ, მარტის ბაშოზე მხოლოდ ერთი იოკოძუნა იასპარეზებს. გუშინ გამოქვეყნებულ ბანძუკეში ასოშორიუს სახელი აღარ არის - სუმოს ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის ცოცხალი ლეგენდა რეიტინგიდან ოფიციალურად ამოშალა.

ჩვენთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია ქართველთა მდგომარეობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მარტის რეიტინგში მაკუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველები დაქვეითდნენ. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველი მაეგაშირობიდან მეექვსემდე დაქვეითდა, ლევან ცაგურია (კოკაი) კი მეთოთხმეტე მაეგაშირას რანგში ხვდება მარტის ბაშოს. მომავალი ტურნირი ვეტერანი ქართველი სუმოისტისთვის მნიშვნელოვანი იქნება - თუ კოკაიმ ბაშო დადებითი ბალანსით ვერ დაასრულა, მას მაკუჩი დივიზიონის დატოვების რეალური საშიშროება დაემუქრება. რაც შეეხება ტოჩინოშინს, მისთვის მთავარი იქნება დაკარგული პოზიციების აღდგენა.

იანვრის ბაშოზე წარმატებით იასპარეზა ძუროს დივიზიონის მკვიდრმა ერთადერთმა ქართველმა თემურაზ ჯუღელმა. გაგამარუმ იანვარის ბაშო ბრწყინვალე შედეგით დაასრულა და რეიტინგში წინ წაიწია. მარტის სუპერტურნირს გაგამარუ ძუროს დივიზიონის მესამე საფეხურზე შეხვდება.

აღმოსავლეთი დასავლეთი

ჰაკუჰო იოკოძუნა -

ჰარუმაფუჯი ოძეკი კოტოშუ

კაიო ოძეკი კოტომისუკი

ბარუტო სეკივაკე ტოინოშიმა

კისენოსატო კომუსუბი ამინაშიკი

კაკურუ მაეგაშირა 1 ვაკანოსატო

კუკუტენო მაეგაშირა 2 არანი

გოეიდო მაეგაშირა 3 კოტოშოგუკი

ტამავაში მაეგაშირა 4 ტოსაუტაკა

ტოიჰიბიკი მაეგაშირა 5 ჰომაშო

ტოჩიოზანი მაეგაშირა 6 ტოჩინოშინი

მიაბაიამა მაეგაშირა 7 კაკიზოე

ივაკიამა მაეგაშირა 8 ტაკეკაზე

ჰაკუბა მაეგაშირა 9 იოშიკაზე

კიტატაიკი მაეგაშირა 10 შიმოტორუ

ასასაკირუ მაეგაშირა 11 ჰოკუტორიკი

ოკინოუმი მაეგაშირა 12 ტაკამისაკირი

ტოკიტენუკი მაეგაშირა 13 ტოკისეგავა

კოკაი მაეგაშირა 14 ტამანოშიმა

საგაცუკასა მაეგაშირა 15 მოკონამი

კასუგაო მაეგაშირა 16 ბუშუიამა

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი