RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ევრო_2012

ხორვატიაზე დასავლეთით არ გაგვიშვეს

24 საათი 08.02.10

ხორვატიაზე დასავლეთით არ გაგვიშვეს

ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია, საქართველო, მალტა - ასეთია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგი თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. საქართველო ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდა და ამ ტურნირში სტარტს 2010 წლის სექტემბერში აიღებს. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 2011 წლის ოქტომბრამდე 10 საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარება მოუწევს (ორ-ორი შეხვედრა ყველა მეტოქესთან - შინ და სტუმრად). უეფას რეგლამენტით, ზუსტი კალენდარი 7 მარტამდე უნდა დადგინდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრი ქვეყნები კალენდარზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ ამას თავად უეფა გააკეთებს და შემთხვევითი წესით შედგენილ კალენდარს დაამტკიცებს.

ამ ჯგუფში მოხვედრილ გუნდებზე მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას - მსოფლიოს და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამოსვლის 16-წლიან ისტორიაში (8 საკვალიფიკაციო ციკლი) საქართველოს ეროვნული ნაკრები ასეთ სუსტ და თანაბრად დაკომპლექტებულ ჯგუფში ჯერ არ მოხვედრილა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუ ყურადღებით გადავხედავთ სხვა ქვეჯგუფებს, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჯგუფი შემადგენლობის, ტიტულების და მასში მოხვედრილი გუნდების ძალის თვალსაზრისით ყველაზე სუსტია. მეორე საკითხია, რომ არა თუ ევროპაში, არამედ, მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის თამაში უკვე ყველამ ისწავლა და ქულების დაგროვება რთული საქმეა თვით ანდორასთან და ლიხტენშტეინთანაც კი. მით უმეტეს, ჩვენს ჯგუფში ასეთი, გამოკვეთილად აუტსაიდერი გუნდი არ არსებობს. საყურადღებოა გეოგრაფიაც. კერძოდ, ლამის ყველა გუნდი, თუ არ ჩავთვლით კუნძულოვან მალტას, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელია, ისრაელი კი სულაც აღმოსავლური სამყაროს ბინადარია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს უახლოესი ორი წლის განმავლობაში ხორვატიაზე დასავლეთით ოფიციალურად გამგზავრება არ მოუწევს.

რაც არ უნდა ვისაუბროთ ჯგუფის სისუსტეზე, ნათელია, რომ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რათა დემორალიზებული, წაგებებს დაჩვეული და ფიფას რეტინგში 122-ე ადგილზე მყოფ ჩვენს ეროვნულ გუნდს ქულები დააგროვებინოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეფებიც საკმაო სიფრთხილით აკეთებენ პირველ შეფასებებს.

"ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, რასაც თითოეული ჩვენი მეტოქის უახლოესი მიღწევებიც ადასტურებს. ხორვატიის ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თვით ინგლისის ნაკრები ჩატოვა, საბერძნეთი - ევროპის ექსჩემპიონია და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს, ისრაელს მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ნაკრებები არაერთხელ გაუმწარებია. არც სხვა მეტოქეებია მაინცა და მაინც ხელწამოსაკრავი. ასე რომ, ძალიან ძნელი საპროგნოზოა, ვინ ვის მოუგებს და ვინ ვისთან დაკარგავს ქულებს. ამასთან, გამორჩეული ფავორიტის დასახელებაც რთულია. შესაბამისად, არავის ეგონოს, რომ საქართთველოს ნაკრებს წინა შესარჩევ ციკლთან შედარებით იოლი მატჩები ან მეტოქეები ელის", - განაცხადა წილისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.

"საერთოდ, ნებისმიერი წილისყრის შემდეგ ორ - სპორტულ და ფინანსურ ასპექტში შეიძლება ვისაუბროთ ჯგუფის ძალაზე. ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი ძალზე ნათელია - საქართველოს ნაკრები, მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად წამგებიან ქვეჯგუფში მოხვდა. როგორც პირველი, ისე მეორე კალათიდან, შეიძლებოდა ამოსულიყო გუნდები, რომლებიც, ვთქვათ, სპორტული თვალსაზრისით ხორვატიაზე და საბერძნეთზე უკეთესები ვერ იქნებოდნენ, სამაგიეროდ, სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებით ასჯერ და მეტად ახეირებდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მთლიანად ქართულ საფეხბურთო მეურნეობას. ამდენად, ამ თვალსაზრისით, წილისყრა ძალზე წარუმატებელია. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, აქაც არ შეიძლება იმის ხელაღებით მტკიცება, რომ გაგვიმართლა - არცერთი არ არის ჯგუფში ისეთი გუნდი, რომელზეც გარანტირებულად შეიძლება ვთქვათ, რომ დავამარცხებთ. თუმცა, მეორეს მხრივ, ერთი დადებითი მომენტის გამოყოფაც ნამდვილად შეიძლება - ჯგუფში არცერთი არ არის ისეთი მეტოქე, რომელთან გამარჯვებაზე თამაში და სამი ქულის აღება შეუძლებელი საქმე იქნებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, თემურ ქეცბაიასთვის წილისყრამ სერიოზული საფიქრალი გააჩინა. თუმცა, მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ნაკრებისგან ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც, უარეს, შემთხვევაში, წინა შესარჩევ ციკლზე გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში - სწორედ იმ ციკლის კოშმარულ შედეგებს დაგვავიწყებს და ღირსეულად იბრძოლებს ჯგუფში უმაღლესი ადგილების დაკავებისთვის. ამისთვის კი, როგორც მწვრთნელების და ფეხბურთელების, ისე ფედერაციის, გულშემატკივრების და მთელი საფეხბურთო სამყაროს გაერთიანებული ძალისხმევა გვმართებს", - განუცხადა "24 საათს" საქართველოს პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა, გია ფირცხალავამ.

აქვე გთავაზობთ სხვა ჯგუფების შემადგენლობას:

A გერმანია, თურქეთი, ავსტრია, ბელგია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი,

B რუსეთი, სლოვაკეთი, ირლანდია, მაკედონია, სომხეთი, ანდორა

C იტალია, სერბეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვენია, ესტონეთი, ფარერები

D საფრანგეთი, რუმინეთი, ბოსნია, ბელორუსი, ალბანეთი, ლუქსემბურგი

E ჰოლანდია, შვედეთი, ფინეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სან მარინო

G ინგლისი, სვეიცარია, ბულგარეთი, უელსი, ჩერნოგორია

H პორტუგალია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისლანდია

I ესპანეთი, ჩეხეთი, შოტლანდია, ლიტვა, ლიხტენშტეინი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი