RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

D ვიტამინის სარგებლობა: მეცნიერება თუ უბრალოდ ლაპარაკი?

უცნობია, თუ რა ოდენობის D ვიტამინის შემცველობა იქნებოდა ორგანიზმისთვის იდეალური

24 საათი 02.03.10

უცნობია, თუ რა ოდენობის D ვიტამინის შემცველობა იქნებოდა ორგანიზმისთვის იდეალური

წარმოიდგინეთ სამკურნალო საშუალება, რომელიც აღადგენს ძვლებს, გაამაგრებს იმუნურ სისტემას და შეამცირებს ისეთი დაავადებების ალბათობას, როგორიცაა დიაბეტი, გულისა და თირკმლის დაავადებები, მაღალწნევიანობა და კიბო.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ მკურნალობის ასეთი სასწაულმოქმედი საშუალება უკვე არსებობს. ეს არის D ვიტამინი, რომელსაც ორგანიზმი მზის შუქზე გამოიმუშავებს და რომელიც თევზსა და ვიტამინიზებულ რძეშიც მოიპოვება.

მიუხედავად ამისა, ახლავე ნუ დაიწყებთ D ვიტამინის შემცველი საკვების მიღებას, რადგან საუბრები ამ ვიტამინის პოტენციალის შესახებ მეცნიერებისაგან ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა, მრავალი კვლევა დამაიმედებელი შედეგით დასრულდა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ჩატარებული კლინიკური ცდის შედეგები ჯერაც უმნიშვნელოა. უცნობია, თუ რა ოდენობის D ვიტამინის შემცველობა იქნებოდა ორგანიზმისთვის იდეალური, არგებს თუ არა ჯანმრთელობას ოდენობის ზრდა და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიდი დოზების მიღების შემთხვევაში.

ვინაიდან მონაცემები D ვიტამინის შესახებ ძირითადად ემპირიული კვლევების შედეგადაა მოპოვებული, შეიძლება მისი დიდი დოზებით მიღება კი არ უწყობდეს ხელს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ ჯანმრთელი ხალხის მოქმედება იწვევდეს ორგანიზმში D ვიტამინის შემცველობის ზრდას.

"შეფარდება არ გულისხმობს იმას, რომ აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია", - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჯოან მენსონი, რომელიც ბრიგემში და ბოსტონის ქალთა საავადმყოფოში პრევენციული მედიცინის განყოფილებებს ხელმძღვანელობს.

"ადამიანს შეიძლება D ვიტამინის მაღალი დონე ჰქონდეს იმიტომ, რომ ბევრს ვარჯიშობს და გარეთ ვარჯიშის დროს ულტრაიისფერ დასხივებას იღებს”, - ამბობს დოქტორი მენსონი. - D ვიტამინის მაღალი დონე მას შეიძლება იმიტომაც ჰქონდეს, რომ საკვების დანამატებს იღებს, მაგრამ ამასთან, შეიძლება მისი დიეტა ჯანსაღი იყოს და ადამიანი ბევრ ისეთ რამეს აკეთებდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა".

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში დოქტორი მენსონი უხელმძღვანელებს ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის მიზანი ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა იქნება".

კლინიკურ კვლევებში მთელი ამერიკის მასშტაბით 20 ათასი მოზრდილი ადამიანი იქნება ჩართული, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები და 65-ს გადაცილებული ქალები. კვლევამ უნდა დაადგინოს, ამცირებს თუ არა გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს D ვიტამინისა და თევზის ცხიმიდან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის დიდი დოზებით მიღება.

დოქტორი მენსონის თქმით, კვლევაში ყურადღება თევზის ცხიმიდან მიღებულ დანამატებზეც გამახვილდება, რადგან ისინი მკურნალობის კიდევ ერთ პერსპექტიულ საშუალებადაა მიჩნეული. ამას გარდა, ცნობილია, რომ D ვიტამინიცა და თევზის ცხიმიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა, თუმცა ორგანიზმზე ორივე განსხვავებული გზით მოქმედებს. ამდენად, შესაძლოა ამ ორი საშუალების კომბინირებული მიღება კიდევ უფრო სასარგებლო იყოს.

კვლევაში მონაწილე ადამიანებს ოთხ ჯგუფად დაყოფენ. ერთი ჯგუფი D ვიტამინსაც მიიღებს და თევზის ცხიმსაც. ორი ჯგუფი ან D ვიტამინს მიიღებს ან თევზის ცხიმს პლაცებოსთან ერთად, მეოთხე ჯგუფი კი ორ აბ პლაცებოს.

ამჟამად, ადამიანების უმრავლესობისთვის რეკომენდებულია საკვებისა და დანამატების მეშვეობით დღეში D ვიტამინის დაახლოებით 400 საერთაშორისო ერთეულის მიღება, თუმცა სპეციალისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ძალიან ცოტაა.

ამჟამად მედიცინის ინსტიტუტი D ვიტამინთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვის პროცესშია. მოსალოდნელია, რომ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა გაიზრდება.

კვლევაში მონაწილე ადამიანები D3 ვიტამინის 2000 საერთაშორისო ერთეულს მიიღებენ. მიჩნეულია, რომ ეს დოზა ორგანიზმისთვის ყველაზე ადვილი გადასამუშავებელია. კვლევაში ასევე გამოყენებული იქნება ომეგა-3 თევზის ცხიმის ერთგრამიანი დანამატები, რაც საშუალო ყოველდღიურ ნორმას 5-10-ჯერ სჭარბობს.

D ვიტამინის ეს დოზები სხვა კვლევებში გამოყენებულ დოზებზე გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, ცნობილ კვლევაში Women’s Health Initiative მონაწილე ქალები D ვიტამინის 400 ერთეულსა და 1000 მილიგრამ კალციუმს იღებდნენ.

კვლევამ ვერ დაადასტურა, რომ დანამატები სასარგებლოა, თუმცა იმ ქალებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ აბებს, თეძოს ძვლის მოტეხილობის რისკი შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ 400 ერთეული ძალიან მცირე დოზაა იმისთვის, რომ მისგან რაიმე შედეგებს ველოდოთ. ახლა შეიძლება ხალხმა სასწრაფოდ დაიწყოს D ვიტამინის 2000 ერთეულის მიღება, თუმცა ექიმები გვირჩევენ ასე არ მოვიქცეთ.

ბოლო ხანებში კვლევები სხვადასხვა დანამატზე ჩატარდა, მათ შორის E და B ვიტამინებზე, სელენიუმსა და ბეტა კაროტინზე, და ყველა შედეგი უარყოფითი იყო. მეტიც, ისეთი დასკვნაც კი გაკეთდა, რომ მაღალი დოზები უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო და გულის პრობლემების, დიაბეტისა და კიბოს რისკს ზრდის. გააჩნია დანამატს.

ტარა პარკერ-პოუპი

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი