RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

მუწუკების წინააღმდეგ ბრძოლა სინათლითა და მაღალი ტემპერატურით

კანის მოსავლელი მოწყობილობა ძვირი და საკამათოა

24 საათი 23.02.10

მუწუკების საწინააღმდეგო მოწყობილობას, რომელიც 180 დოლარი და მეტი ღირს, სხვადასხვაგვარად აფასებე
მუწუკების საწინააღმდეგო მოწყობილობას, რომელიც 180 დოლარი და მეტი ღირს, სხვადასხვაგვარად აფასებე

კანის მოსავლელი მოწყობილობა ძვირი და საკამათოა

სააბაზანოს თაროზე ახალი კოსმეტიკური მოწყობილობები დაუწყვიათ. ასეთი ხელსაწყოების ეტიკეტებზე ხშირად მაღალი ფასი და დაუჯერებლად კარგი დაპირებები აწერია. ეს შეიძლება იყოს კანის ჯაგრისი, რომელიც ნაოჭებს აქრობს, მოწყობილობები, რომლებიც არასასურველ თმას აშორებს ან კანს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს.

ახლა მუწუკების მოსაშორებელი უახლესი მოწყობილობაც გამოჩნდა. ახალი პროდუქცია, მაგალითად, Tanda Skincare System (250 დოლარი), Claro (275 დოლარი) და No!No! Skin (180 დოლარი) მაღალი ტემპერატურის, სინათლის ან ორივეს ერთდროულად გამოყენებით მუშაობს. კოსმეტიკური ბაზრის კვლევითი ფირმის Medical Insight-ის დამფუძნებელი მაიკლ მორეტი ამბობს, რომ ეს მოწყობილობები შინაურ პირობებში გამოსაყენებელ საშუალებებს შორის მთელს მსოფლიოში გაყიდვების მიხედვით მესამე ადგილზეა კანის გაახალგაზრდავებისა და ეპილაციის მოწყობილობების შემდეგ.

მომხმარებლებსაც და კანის მოვლის სპეციალისტებსაც ერთნაირად აინტერესებთ, მართლა ეფექტურია ეს საშუალებები თუ არა.

წარმოების ამ სფეროს ექსპერტების პროგნოზით ეს ახალი საშუალებები, რომლებიც ხშირად დერმატოლოგების კაბინეტებში გამოყენებულ ტექნოლოგიებს ჰგავს, მუწუკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თავიანთ ადგილს დაიმკვიდრებენ. თუმცა, მოსაზრებები ამ საკითხზე სხვადასხვაგვარია. ინტერნეტში კოსმეტიკური საზოგადოების RealSelf.com-ის დამფუძნებელი ტომ სირი ამბობს, რომ მის საიტზე მუწუკების საწინააღმდეგო საშუალებების მომხმარებლები თავიანთ მოსაზრებებს ტოვებენ და მათი "გამოხმაურება ხშირად სრულიად განსხვავებულია".

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი მოწყობილობა საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერაა დამტკიცებული, მედიკოსებს სხვადასხვა აზრი აქვთ იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა პაციენტებს ურჩიონ მათი გამოყენება ერთჯერადად ან ექიმთან ვიზიტებს შორის.

ასეთი საშუალებებიდან ყველაზე ადრე, ოთხი წლის წინ Zeno (100 დოლარი) გამოვიდა. თერმალურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ამ მოწყობილობის ეფექტურობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

"მართალია, მუწუკის გათბობის შემთხვევაში ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმი გალღვება, რაც ზომიერი ანთების საწინააღმდეგო შედეგს მოიტანს”, - ამბობს დოქტორი მაკრინ ალექსიადეს-არმენაკასი, რომელიც ნიუ იორკში დერმატოლოგად მუშაობს, - “მაგრამ, შედეგი მუწუკებისთვის, უკეთეს შემთხვევაში, მოკლევადიანი და უმნიშვნელო იქნება. ამასთან, პროცედურებს დიდი დროც დასჭირდება, რადგან თითოეულ მუწუკს დღეში ორჯერ არანაკლებ ორნახევარი წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე დასჭირდება დამუშავება".

ამას გარდა, დოქტორ ალექსიადეს-არმენაკასის თქმით, თერმული თერაპია ახალი მუწუკების წარმოქმნას ხელს ვერ შეუშლის. "სულაც არ არის უდავო, რომ ასეთი მოწყობილობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ცხელ წყალში დასველებული ბამბიანი ჩხირი", - თქვა მან.

დოქტორი ალექსიადეს-არმენაკასის თქმით, შეიძლება უფრო ეფექტური იყოს სხვა საშუალებები, მაგალითად, No!No! Skin, რომელიც სითბოსთან ერთად მწვანე და წითელ სხივებს გამოსცემს და მუწუკების 80 პროცენტის მოსპობას გვპირდება, და Claro, რომელიც ინტენსიური პულსაციის სინათლეს იყენებს და მუწუკების 94 პროცენტს უნდა აქრობდეს. "მაგრამ, ეს საკითხი ცუდად არის შესწავლილი. ამიტომ, ამ საშუალებების ეფექტურობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია", - დასძინა მან.

ეს საშუალებები მომხმარებლებისთვის უსაფრთხო რომ იყოს და დამწვრობის ან თვალის დაზიანების რისკი გამოირიცხოს, ხელსაწყოების ინტენსიურობა დაბალი უნდა იყოს.

"მუწუკების ფოტოდინამიური თერაპია შინაურ ხელსაწყოებზე ასჯერ უფრო ინტენსიური საშუალებების გამოყენებით ვცადეთ და შედეგი პაციენტების მხოლოდ 40 პროცენტში მივიღეთ”, - ამბობს ბალტომორელი დერმატოლოგი და წარსულში ამერიკის დერმატოლოგიური ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი დოქტორი რობერს უაისი. - “არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ მოწყობილობების შესაძლებლობას ძალიან სკეპტიკურად ვეკიდები. ასეთი ტექნოლოგიების შემუშავება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად - არა".

კამილ სუინი

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი