RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

სიახლე სამუსიკო განათლებაში

დღეს, 14 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდება ღონისძიება, რომელზეც განხილული იქნება სამუსიკო განათლებაში კულტურის სამინისტროს მიერ რეფორმის დაწყება.

24 საათი 29.06.10

დღეს, 14 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდება ღონისძიება, რომელზეც განხილული იქნება სამუსიკო განათლებაში კულტურის სამინისტროს მიერ რეფორმის დაწყება.

რეფორმა შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს:

- თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების დაარსება თელავსა და რუსთავში

- გორის უმაღლესი სამუსიკო პროფესიული კოლეჯის გახსნა

- კონსერვატორიის მიერ თერთმეტწლიანი სამუსიკო სემინარიის დაარსება და სამუსიკო სასწავლო პროგრამებისა და სტანდარტების გეგმების დამტკიცება, რომლითაც საქართველოში არსებული თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლები იხელმძღვანელებენ.

ყოველივე ეს მისცემს კულტურის სამინისტროს კოორდინაციისა და ერთიანი სტანდარტების განხორციელების საშუალებას ქვეყნის მასშტაბით სამუსიკო განათლების სფეროში, რაც ხელი უნდა შეუწყოს ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.

ღონისძიებას დაესწრება კონსერვატორიის რექტორი - მანანა დოიჯაშვილი, რექტორის მოადგილე - მანანა ანდრიაძე და თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების პროგრამებსა და სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფი.

ასევე ღონისძიებას დაესწრებიან თელავის, ქუთაისის, ბათუმის, თბილისის N2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის დირექტორები და პედაგოგები.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი