ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი ტესტები უკვე საქართველოშია.
24 საათი 28.06.10
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი ტესტები უკვე საქართველოშია.
ეროვნული გამოცდებისთვის გაკუთვნილი 120 000 ტესტი ბრიტანეთში, სტივენ ოსტინის ორგანიზაციაში დაიბეჭდა. იქვე დაიბეჭდა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტებიც. ტესტები საქართველოში ლარსის საბაჟო-გაშვები პუნქტიდან შემოიტანეს. ადგილზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი მაია მიმინოშვილი იმყოფებოდნენ. გამოცდების დაწყებამდე ტესტები თბილისში - "ეროვნული ბანკის", რეგიონებში კი "ლიბერთი ბანკის" საწყობებში შეინახება.