RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

რა უპირატესობა მიენიჭებათ ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებლებს

რამდენიმე თვეში თითოეული სტუდენტის უფლება თანაბრად იქნება დაცული.

24 საათი 22.02.10

რამდენიმე თვეში თითოეული სტუდენტის უფლება თანაბრად იქნება დაცული.

უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული სახელმწიფო დიპლომს აიღებს და მათ მიერ საქართველოში მიღებულ უმაღლეს განათლებას უცხოეთშიც აღიარებენ. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს. პროექტის თანახმად, საქართველოში მოქმედი 200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას გაივლის, რის შემდეგაც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გაიცემა.

ბოლონიის პროცესში ჩართული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღაირება საერთაშორისო დონეზე. მსოფლიოს 46 ქვეყანას შორის საქართველოც არის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო უნივერისტეტდამთავრებული სტუდენტის დიპლომს ყველა ქვეყანაში აღაირებენ. თუმცა, ეს პრივილეგია მხოლოდ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქვთ გარანტირებული.

დღეს საქართველოში 70 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ პარალელურად 200-მდე ლიცენზირებული სასწავლებელი მოქმედებს, სადაც ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ხდება ჩარიცხვა და ამიტომ დიპლომებიც არასრულფასოვანია - ამ დიპლომის მქონე კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უწყებაში მუშაობის უფლება არა აქვთ და მხოლოდ კერძო სექტორში შეუძლიათ დასაქმდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ასეთ ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად 18 ათასამდე სტუდენტი ირიცხება, სწავლის სოლიდურ საფასურსაც იხდიან, მაგრამ მათ დიპლომებს სახელმწიფო არ ცნობს, რითიც სტუდენტთა უფლებები ილახება.

იმისთვის, რომ თითოეული სტუდენტის უფლება ზედმიწევნით იყოს დაცული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც, ყველა ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციის გავლა მოუწევს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, მათაც მიეცემათ უფლება, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებით მიიღონ და, შესაბამისად, სახელმწიფო და საერთაშორისო დონის დიპლომი გასცენ. ამით სტუდენტის ინტერესის დაცვაც მოხდება იქნება და თავად უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟიც გაიზრდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიცენზირებული სასწავლებლების მხრიდან ავტორიზაციის გავლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება და უმაღლეს სასწავლებლებს განვითარების საშუალება მიეცემათ. ამასთან, საშუალება ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად აკრედიტაციის მოპოვებაზეც იმუშაონ.

იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებული სასწავლებლები ავტორიზაციას ვერ გაივლიან, სამინისტრო მათ საშუალებას აძლევს, სასწავლო ბაზაზე ორწლიანი “Community College” ანუ სათემო კოლეჯები დააარსონ. ასეთი კოლეჯები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს. სათემო კოლეჯების ერთ-ერთი უპირატესობაა ორი წლის მანძილზე იმ მოსწავლეების მომზადება, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს ან ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს. კოლეჯი მათ საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ, ამასთან ეროვნული და სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისთვის მოემზადონ.

ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის და ამჟამად, ექსპერტებთან ერთად, მისი დახვეწა მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონპროექტს სულ მალე საქართველოს მთავრობას წარუდგენს, საგაზაფხულო სესიებზე კი პარლამენტი განიხილავს.

სალომე კილასონია

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი