RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის ბიზნესის სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი) და გრენობლის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.

24 საათი 09.02.10

კავკასიის ბიზნესის სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი) და გრენობლის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის უმაღლეს ხარისხზე და უნიკალურობაზე მეტყველებს ე.წ. "სამმაგი გვირგვინი" ანუ სამი აკრედიტაცია - AMBA, AACSB, EQUIS, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რეგისტრირებული უნივერსიტეტების მხოლოდ 1%-ს გააჩნია. სამმაგი აკრედიტაცია სასწავლებლის სასწავლო პროგრამის, პროცესების, პროფესორ-მასწავლებლების, ინფრასტრუქტურის და სხვა კომპონენტების უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს.

ასევე აღსანიშნავია ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურაც. ფრანგი და ქართველი პროფესორები თბილისში ერთობლივად კითხულობენ 12-14 თვეზე გადანაწილებულ თორმეტ 6-დღიან ლექციათა მოდულებს, რის შემდეგაც პროგრამის დამაგვირგვინებელი, კულმინაციური ინდივიდუალური სადიპლომო ნაშრომის წარმოდგენა ხდება.

კავკასიის ბიზნესის სკოლის, კავკასიის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი აკაკი ხელაძე: "ჩვენ მიერ დანერგილი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია თავისი სტრუქტურით და შინაარსით. უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში: პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი უმაღლესი ხარისხის თანამედროვე განათლებას იღებს. ეს არის განათლება, რომელიც არა თუ რეგიონის მასშტაბით არ არსებობს, არამედ ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა არის აბსოლუტური ანალოგი იმ პროგრამისა, რომელიც ტარდება გრენობლში, საფრანგეთი.

ჩვენი პარტნიორია გრენობლის ბიზნესის სკოლა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავია. რაც შეეხება პროგრამას, ეს არის გრენობლის ბიზნესსკოლის და კავკასიის ბიზნესსკოლის, კავკასიის უნივერსიტეტის, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სამაგისტრო სწავლების დასრულების შემდეგ ორ დიპლომს გულისხმობს. პირველი - ეს არის საერთაშორისო მაგისტრის აკადემიური ხარისხი მმართველთათვის (International Executive MBA), რომელსაც გასცემს კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი და მეორე, სტანდარტული მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესადმინისტრირებაში (MBA), გაცემული გრენობლის ბიზნესსკოლის მიერ.

პროგრამა საინტერესოა თავისი სტრუქტურით და შინაარსით. პირველ რიგში, გათვლილია მოქმედ მენეჯერებზე, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან და მართვის იერარქიის საკმაოდ მაღალ პოზიციებზე იმყოფებიან. ბუნებრივია, მათ იმდენი თავისუფალი დრო არ აქვთ, რომ ყოველდღიურად 3-საათიან ლექციას დაესწრონ, ჩააბარონ უამრავი საგანი, მოემზადონ ამისათვის და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოდულური ტიპის პროგრამა შევიმუშავეთ. ორივე ბიზნესსკოლის პროფესორ-მასწავლებლები თბილისში წაიკითხავენ 12-14 თვეზე გადანაწილებულ თორმეტ 6-დღიან ლექციათა მოდულებს. მოდულებს შორის სტუდენტი ერთი თვით ან თვე-ნახევრით სამუშაო ადგილს უბრუნდება. პრაქტიკულად, სტუდენტებს თვე-ნახევარში ერთხელ უწევთ ლექციებზე დასწრება. ოთხ-ექვს-დღიანი მოდული შაბათ-კვირას ემთხვევა, ისე რომ, სამუშაოდან მოცდენა მინიმალური იყოს. სწავლებისთვის სპეციალურად ვარჩევთ ფიზიკურ გარემოს, რომელიც ინფრასტრუქტურულად და ტექნოლოგიურად კარგად არის მოწყობილი.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩატარებული 12 მოდულიდან დაახლოებით 70%-ს საფრანგეთიდან მოწვეული პროფესორები კითხულობენ, რომელთაც გააჩნიათ ცოდნა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თუ საკონსულტაციო მიმართულებით.

სტუდენტების მიღება საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაცვით ხდება. აპლიკანტს უნდა გააჩნდეს:

- მმართველ პოზიციაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.

- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

- მოტივაციის და მიზანდასახულობის მაღალი დონე.

მიღება წარმოებს წელიწადში ერთხელ. ჯგუფში 16-20 მსმენელია. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება, სწავლა კი მარტში დაიწყება. აპლიკანტების შერჩევის პროცესში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. რეგისტრაცია და ონლაინ აპლიკაციები ხდება გრენობლის ბიზნესსკოლის ვებგვერდზე. აპლიკაციის დასრულების შემდეგ ჩატარდება ინტერვიუ და მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ინტერვიუს დროს მოწმდება აპლიკანტის ინგლისური ენის ცოდნა, პერსონალური მახასიათებლები და სხვადასხვა უნარები. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა, მიღების კრიტერიუმებიდან გამომდინარე, სტუდენტთა საშუალო ასაკია 28-30 წელი. საბოლოოდ, სტუდენტის მიღება ორმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

სწავლის ღირებულება 12 ათასი ევროა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება საკმაოდ მაღალი თანხაა, თუმცა პროგრამის და მიღებული შედეგის ხარისხიდან გამომდინარე, საკმაოდ მიზანშეწონილია. სხვათა შორის, სწავლების ფასი საქართველოსთვის სპეციალურად დადგინდა. გრენობლის ბიზნესსკოლაში ამავე დონის პროგრამის გადასახადი 24 ათასი ევროდან იწყება. ამას ემატება საფრანგეთში მოგზაურობის და ცხოვრების ხარჯები, რაც დაახლოებით წელიწადში 8 ათას ევროს შეადგენს. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იღებს ორ დიპლომს, კონკურენტულ და მაღალი ხარისხის განათლებას და ამყარებს სოციალურ კავშირებს საერთაშორისო დონეზე.

მინდა მივმართო დაინტერესებულ მკითხველებს:

თუ თქვენ გინდათ მიიღოთ თანამედროვე მსოფლიო დონის ხარისხიანი განათლება, მიაღწიოთ კარიერულ წარმატებას, მაქსიმალურად შეათავსოთ თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკი სწავლასთან და მოახდინოთ განათლებაში ჩადებული ინვესტიციის უკუგების მაქსიმიზაცია, მაშინ კავკასიის ბიზნესსკოლის და გრენობლის ბიზნესსკოლის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენი მიზნების მიღწევისათვის."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი