სოფოკლედან დაწყებული დამთავრებული სპრინგსტინამდე, ომი ხელოვანების შთაგონების წყარო იყო.
24 საათი 02.03.10

სოფოკლედან დაწყებული დამთავრებული სპრინგსტინამდე, ომი ხელოვანების შთაგონების წყარო იყო.
ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტები გამონაკლისი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ისინი პოპულარული ცნობიერების მიღმა რჩება. მაშინ, როცა ბრძოლისთვის არ არსებობს სოლიდური კონსენსუსი, ხოლო ტანჯვისა და მსხვერპლშეწირვის გაცნობიერებას კი საზღვრები არ აქვს, 21-ე საუკუნის ომის ტკივილი მთელი არსით არის გამოხატული ფილმებში, სიმღერებსა და ნაწარმოებებში.
როგორც The Times-ის ჟირნალისტი ა.ო. სკოტი წერს, უახლეს ფილმებში მტრის მხარეზე გადასული გმირები კიდევ უფრო ფართოდ ასახავენ ომის გაურკვეველ მორალს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ალეგორიას ჩავწვდებით. "ავატარში", ჯეიკ სქალი მის მიერ დაპყრობილ დედამიწას პლანეტა პანდორას მოსახლეობასთან ბრძოლის გამო ტოვებს. "შეიძლება თუ არა პარალელი გავავლოთ ერაყთან, ვიეტნამთან თუ გლობალურ დათბობასთან ბრძოლებთან?" ბატონმა სკოტმა კინაღამ დასკვნაც გააკეთა, მაგრამ ჯერ გაიხსენა, რომ მსგავსი მტრის მხარეზე გადასული გმირები გვხვდებიან "District 9”-ში, "Daybreakers” და "ლეგიონში" და იქვე აღნიშნავს, რომ "ჩვენ ცუდი ბიჭები ვართ."
სხვა უახლეს ფილმებში, სადაც ომში ჩახედვის უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ნათლად ვხედავთ ბრძოლის ექსტრემალურ სტრესს, თუმცა გზავნილი ცოტა გაუგებარია. როგორც სკოტი აღნიშნავს Times-ის სტატიაში, "The Hurt Locker”, “Restropo”, “Brothers” და "The Messenger” - ყოველი მათგანი "კეთილგანწყობილია იდეოლოგიური დებატების პრაქტიკულად განხორციელების მიმართ." იქვე დაამატა, რომ რეჟისორები "უარს ამბობენ პოლიტიკური დღის წესრიგის გამოხატვაზე."
გამოცდილებების მთელი ნაკადის შესახებ თავად ვეტერანებისგანაც ვგებულობთ. როგორც The Times გვაუწყებს, ზოგი მათგანი აპოლიტიკურია, ისევე, როგორც ახალი ფილმები; ზოგი მათგანი კრიტიკულია. თავის წიგნში "Love My Rifle More Than You” (“ჩემი შაშხანა უფრო მიყვარს, ვიდრე შენ”) არაბულენოვანი ყოფილი სერჟანტი კაილა უილიამსი წერს, რამდენად ამაზრზენი იყო მისთვის შიშველი ერაყელი პატიმრისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც აიძულეს. 2008 წელს, აშშ-ის არმიამ, ბლოგერი მარკ გალაჰერი შეაჩერა, მაგრამ მისი წიგნი - "Kaboom: Embracing The Suck in a Savage Little War” აპრილში მაინც გამოვა.
როგორც ეს სოფოკლეს დროს იყო, ალბათ ახლაც, კათარზისის საჭიროება ამოძრავებთ ამ მწერლებს. "უამრავი მოჩვენება მელანდებოდა, რომლებსაც ვებრძოდი, - უთხრა The Times-ს კრეგ მალენიმ, არმიის ყოფილმა რეინჯერმა და ავტორმა წიგნისა "The Unforgiving Minute” (“უპატიებელი წუთი”), - როცა ვწერდი, ჩემი გამოცდილების, მოგონებების, ეჭვებისა და შიშების გადმოცემა მინდოდა."
ბევრმა ხელოვანმა გადმოსცა თავისი შეხედულებები ომზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ნანახი არ ჰქონდა, მაგალითად, ბრიუს სპრინგსტინმა, რომელმაც დოკუმენტური ფილმის, "Body of War”-ის საუნდტრეკი ერაყის ერთ პარალიზებულ ვეტერანს მიუძღვნა. დღევანდელი ჯარისკაცი-მწერლების მსგავსად, სოფოკლემაც თავისი სამხედრო გამოცდილება ძველი საბერძნეთის თეატრის სცენაზე გააცოცხლა. მისი პიესები აღწერდნენ ომისგან დატოვებულ უსასრულო ფსიქიკურ და ემოციურ ტრავმებს და ამ ყველაფრის მისეული გაგება ყოველთვის მართებული და სწორია.
მოგვიანებით, პენტაგონმა დააფინანსა დამოუკიდებელი ჯგუფი - Theater of War (“ომის თეატრი”) ჯარისკაცებისთვის პიესების "აიაქსისა" და "ფილოქტეტეს" საჩვენებლად.
"თავად სოფოკლე გენერალი იყო და მის დროს ათენი ათწლეულების მანძილზე იყო ომში ჩაბმული, - უთხრა The Times-ს ბრაიან დორისმა, Theater of War-ის მწერალმა და დამაარსებელმა, - ეს ორი პიესა ათასობით მოქალაქემ და ჯარისკაცმა იხილა. ამ წარმოდგენის ნახვის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვე ჯარისკაცები შეიცნობენ იმ დიდ სირთულეებს, რაც მათ უფრო ფართო ისტორიული კონტექსტით აკისრიათ და თავსაც, ალბათ, ისე ეულად აღარ იგრძნობენ."
კევინ დელანი