RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ევროპის უძღებმა შვილმა წაიბორძიკა

საპატეროს უუნარობა გაუმკლავდეს კრიზისს ახლა საერთაშორისო განსჯის საგანია

24 საათი 09.02.10

ესპანეთის პრემიერ მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო, 19 პროცენტიან უმუშევრობასა და იმ საზოგა
ესპანეთის პრემიერ მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო, 19 პროცენტიან უმუშევრობასა და იმ საზოგა

საპატეროს უუნარობა გაუმკლავდეს კრიზისს ახლა საერთაშორისო განსჯის საგანია

მადრიდი

2007 წლამდე, ესპანეთი ევროპის ვუნდერკინდი იყო: არც ერთი სხვა ევროპული ქვეყნის ეკონომიკა არ გაზრდილა ასე, არ შეუქმნია ამდენი სამუშაო ადგილი ან მიუღია ამდენი იმიგრანტი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების საპნის ბუშტუკი გასკდა და ფინანსურ კრიზისში განვითარებული მსოფლიოს უმეტესი ნაწილი შთაინთქა, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ განადგურებულა ამდენი სიმდიდრე და სამუშაო ადგილი, როგორც ესპანეთში.

ისე მოხდა, რომ განგებამ ესპანეთი ევროკავშირის პრეზიდენტობის სავარძელზე პოლიტიკურად ამ შესაფერის მომეტში დასვა. ესპანეთმა იანვარში ჩაიბარა, პოზიცია, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისათვის პრიორიტეტების განსაზღვრაზე კონტროლის საშუალებას აძლევს.

ესპანეთის პრემიერ მინისტრი, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო, უმუშევრობის თითქმის 19 პროცენტიანი მაჩვენებლის წინაშე აღმოჩნდა და სამუშაო ადგილების შექმნა თავის პრიორიტეტად უნდა დაისახოს. ყოფილი უძღები შვილისგან ახლა უმუშევრობის წინააღმდეგ საერთო-ევროპული ბრძოლის ორგანიზებას ელიან, მაგრამ დღესდღეობით უმეტესობა ხედავს, რომ ესპანეთსა და მისი ლიდერს ამ საქმეში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს.

სანამ ეს პრობლემა წამოიჭრებოდა, 2007 წლის ზაფხულში, ბატონ საპატეროს შეეძლო ეტრაბახა, რომ, ესპანეთის ეკონომიკა ყველაზე დინამიური იყო და მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდა. იმავე წლის გაზაფხულზე, ესპანეთს 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული - რთულად წარმოსადგენი მაჩვენებელი ქვეყნისთვის, რომელშიც ითვლებოდა, რომ აქტიური მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 12 მილიონი ადამიანი იყო. ევროპაში ახალი სამუშაო ადგილების მეოთხედზე მეტი სწორედ, ესპანეთზე მოდიოდა. ესპნეთს ვერ იცნობდით.

ისტორიულად, ქვეყანა ემიგრაციის წყაროდ იყო ცნობილი, ვინაიდან საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნას ის საკუთარი ხალხისთვისაც კი ვერ ახერხებდა. გასული ათი წლის განმავლობაში ესპანეთმა ხუთი მილიონი უცხოელის, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 12 პროცენტის ინტეგრირება შესძლო.

იმიგრანტთა უმეტესობა მაროკოდან, პერუსა და ეკვადორიდან იყო, მაგრამ მათ რიცხვს ასევე, შეადგენდნენ ბოლივიელები, რუმინელები, პაკისტანელები და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ადამიანთაგან ზოგი სამშობლოში დაბრუნდა, მაშინ, როდესაც სხვები ესპანეთში დარჩნენ და უმუშევართა მზარდ არმიას შეუერთდნენ.

ბატონ საპატეროს ბინათმშენებლობის საპნის ბუშტიც გაუსკდა - ისევე როგორც სხვა ბუშტები გასკდნენ ირლანდიაში, ისლანდიასა და აშშ-ში. მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ ფინანსური კრიზისი ვითარდებოდა და როდესაც, საბოლოოდ, დაიჯერა, ფაქტზე რეაგირებას ზედმეტად დიდი დრო მოანდომა. გასული ორი წლის განმავლობაში მაჩვენებლები გადმოყირავდა: მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა ევროპაში სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში თავი 1994-2007 წლებს შორის არსებულ სასწაულების პერიოდში გამოიჩინა, გასული ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების განადგურებაც იმავე წარმატებით მოახერხა.

ევროპაში განხორციელებული სამუშაო ადგილების შეკვეცის, თითქმის, 60 პროცენტი ესპანეთში მოხდა. 19 პროცენტიანი უმუშვერობის დონე იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად გავრცელებულია შრომის ბაზრის არაფორმალური სექტორი ამ ქვეყანაში, სადაც უმუშვერები დამატებით ნაღდ ფულს იმ დროს გამოიმუშავებენ როდესაც, პარალელურად, მთავრობისგან შემწეობებს იღებენ.

შრომის მინისტრმა, სელესტინო კორბაჩომ, აღიარა, რომ არაფორმალური სექტორი შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს უტოლდებოდეს, არაოფიციალურ მონაცემს, რაც დამკვირვევებელთა გათვლებს, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტია, უფრო დამაჯერებელს ხდის.

იანვარში ესპანეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჰაკერმა შეაღწია და ბატონი საპატეროს სურათი მისტერ ბინის გამოსახულებით შეცვალა, რომელიც ბრიტანელი მსახიობის, როუან ატკინსონის მიერ განსახიერებული მოუქნელი და ბავშვივით დაუცველი პერსონაჟია. ესპანურმა პრესამ ეს კარიკატურა ბატონი საპატეროს უუნარობის სიმბოლოდ გადააქცია ისე მოეგვარებინა კრიზისი, რომ ევროპის ნდობა მოეპოვებინა.

საქმის ვითარება მისთვის კიდევ უფრო გართულდა, როდესაც ეს თემა ინგლისურენოვანმა მედიამაც აიტაცა.

ვიტრინაში საერთაშორისო მასშტაბით ყოფნას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. ესპანეთი, რომელიც ქება-დიდებას დემოკრატიის რეგენერირების უნარისა და მისი ბრწყინვალე სპორტსმენების, კინომოღვაწეებისა და სამზარეულოს ოსტატებისთვის იმსახურებდა, ახლა იმ ადამიანთა განრისხებული ხროვის წინაშე აღმოჩნდა, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკური სასწაული მირაჟი იყო და მეტი არაფერი.

თვალსაზრისი/ლუის ბასეტსი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი