RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

გაფიცვა ლონდონის მეტროში

ლონდონის მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა ზუსტად 24 საათს გაგრძელდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბრიტანეთის დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ ვითარება უკიდურესად გამწვავებულიყო.

24 საათი 09.09.10

ლონდონის მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა ზუსტად 24 საათს გაგრძელდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბრიტანეთის დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ ვითარება უკიდურესად გამწვავებულიყო.

მეტროს დახურვის გამო ძალიან დაიტვირთა სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც ქუჩებში საცობები მოჰყვა.

გაფიცვა თავდაპირველად მეტროს ტექნიკურმა მუშაკებმა დაიწყეს. მოგვიანებით მათ მემანქანეები და სადგურების თანამშრომლები შეუერთდნენ - ლონდონის ორი მსხვილი პროფკავშირის - RMT-სა და TSSA-ს წევრები არ ეთანხმებიან სამუშაო ადგილების 800-მდე შემცირების შესახებ ხელმძღვანეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მეტროში მომუშავეთა აზრით, სადგურებზე თანამშრომლების შემცირება, პირველ რიგში, მგზავრებს უქმნის საფრთხეს. მმართველი კომპანია Transport for London -ის განცხადების მიუხედავად, რომ გათავისუფლებები იძულებით არ მოხდება, მხარეები კონფლიქტის მოგვარებაზე ვერ შეთანხმდნენ.

საპროტესტო აქციას მეტროს ორი ხაზის კიდევ 200 თანამშრომელი შეუერთდა, რომლებსაც სულ სხვა პრობლემა აწუხებთ - შრომის ანაზღაურება. ლონდონის მეტროს ერთდროულად მართავენ სახელმწიფო და კერძო კომპანიები, ამიტომ მეტროს ზოგიერთი ხაზი კერძო კომპანიების პასუხისმგებლობის ქვეშ არის.

გაფიცვის დროს მეტრო მთლიანად არ გაჩერებულა. Transport for London მაქსიმალურად ცდილობდა მატარებლების მოძრაობის უზრუნველყოფას. თუმცა, 24-საათიანი პროტესტის განმავლობაში სრული დატვირთვით, რეალურად, მხოლოდ ერთი - ჩრდილოეთის ხაზი მუშაობდა. სხვა ხაზებზე მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად იყო შეჩერებული და მატარებლები დიდი დაგვიანებით გადაადგილდებოდნენ.

გაფიცვის გამო ლონდონის მეტროს 70 სადგური მთლიანად დაიხურა. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის ხელისუფლებამ დამატებით 100 ავტობუსი გამოიყვანა.

მეტროს გაფიცვა ყველაზე უმტკივნეულოდ ლონდონის ცენტრალურმა ნაწილმა გადაიტანა, რაც იმ ფაქტორებმა უზრუნველყო, რომ იქ დედაქალაქის მერ ბორის ჯონსონისა და ბანკ Barclays-ს მიერ ველოსიპედთა გაქირავების სისტემაა შემოღებული. გაქირავებამ უკვე 60%-ს მიაღწია. გარდა ამისა, მეტროს ყველა ცენტრალური სადგურის დახურვის მიუხედავად, ლონდონის ცენტრის თითქმის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა ფეხითაც ძალიან ადვილია. თუმცა მოხდა უპრეცედნეტო შემთხვევა - ლონდონში ფეხით გადაადგილებაც პრობლემად იქცა.

მეტროს გაფიცვამ გრძელი რიგები გამოიწვია წყლის ტრამვაიზეც. ამის გამო ქალაქის ხელისუფლებას ტემზაზე ნავიგაციის გაძლიერება მოუხდა.

თუმცა განსაკუთრებით რთული ვითარება დედაქალაქის გარეუბნებში შეიქმნა. ამ რაიონებში ავტობუსები უკიდურესად გადაიტვირთა, მოსახლეობის ნაწილმა კი საერთოდ სახლში დარჩენა ამჯობინა.

როგორც ტრანსპორტის, ასევე ველოსიპედითა და ფეხით მოსიარულეთა საცობები განსაკუთრებით გაიზარდა გაფიცვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ხალხი სამსახურებიდან სახლებში ბრუნდებოდა.

ლონდონის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფიცვის დასრულების მიუხედავად, მეტროს მთელი დატვირთვით მუშაობა ჯერ არ აღდგენილა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მეტროს თანამშრომელთა საპროტესტო აქცია ლონდონის ბიუჯეტს, დაახლოებით, 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

ამასთანავე, ეს გაფიცვა პირველია საპროტესტო გამოსვლათა სერიიდან - იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობასთან კომპრომისს ვერ მიაღწევენ, პროფკავშირები ოქტომბერსა და ნოემბერში მსგავსი სამი აქციის ჩატარებას გეგმავენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი