"ვალდაის კლუბში" ის აკადემიკოსები და ისტორიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, რომლებსაც "რუსეთზე გული შესტკივათ".
24 საათი 09.09.10

"ვალდაის კლუბში" ის აკადემიკოსები და ისტორიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, რომლებსაც "რუსეთზე გული შესტკივათ".
სოჭში გამართული შეხვედრის ზოგი მონაწილე რუსეთის მომავლის მიმართ პესიმისტურად იყო განწობილი. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ქვეყნის პრემიერ ვლადმიერ პუტინზე, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
შეხვედრამდე ჯგუფის წევრებმა რუსეთის მდგომარეობის შესახებ დისკუსია გამართეს, სადაც ითქვა, რომ "რუსეთში სტაგნაციის ტენდენციაა". შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, "ქვეყანა პრაქტიკულად არ დგას მოდერნიზაციის, რესტრუქტურიზაციის გზაზე. შემოსავლის მთავარი წყარო გაზი და ნავთობია, კორუფცია კვალავაც უკონტროლოა და ინოვაციები საერთოდ არ არის."
პრემიერმა ეს შეხედულება უარყო. მისი განცხადებით, მთავრობას გააჩნია მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც 2020 წელზეა გათვლილი. ქვეყანაში მრავალი ინვესტიცია ხორციელდება, შენიშნა პუტინმა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ძირითადი ნაწილი სწორედ ენერგოსექტორზე მოდის.
პრემიერმა აღფრთოვანებით უპასუხა შეკითხვას 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ. მან მაგალითად მოიყვანა ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, რომელიც ამერიკას ოთხი საპრეზიდენტი ვადით ხელმძღვანელობდა, თუმცა პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ორჯერ მიიღო მონაწილეობა - 2000 და 2004 წლებში. მან დარწმუნებულმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მედვედევი დაემორჩილება კონსტიტუციას, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება. პრემიერმა ასევე დაამატა, რომ ისინი (პუტინი-მედვდევი), როგორც ძველი მეგობრები, გადაწყვეტენ, თუ რა უნდა ქნან 2012 წელს. ეს გადაწყვეტილება "ეფექტური" იქნება, - დადო პუტინმა პირობა.
პუტინი თავისი ოპონენტებისადმი უარყოფითად იყო განწყობილი. პრემიერის განცხადებით, არალეგალური აქციების მომწყობები ცემას იმსახურებენ და რუსეთის პოლიცია სხვა ქვეყნების პოლიციაზე მკაცრად არ იქცევა.
პუტინმა თბილად მოიხსენია ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა.