RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საფრანგეთს კონკურენტები გამოუჩნდნენ

ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ყიდვის შესახებ საფრანგეთისა და რუსეთის მოლაპარაკებებს ბევრი პრობლემა გამოუჩნდა.

24 საათი 09.09.10

ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ყიდვის შესახებ საფრანგეთისა და რუსეთის მოლაპარაკებებს ბევრი პრობლემა გამოუჩნდა.

ვარაუდობენ, რომ გარიგება მთლიანად ჩაიშლება. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ამ ზაფხულს რუსეთმა აღნიშნა, რომ ხომალდის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას აპირებს. საფრანგეთს უეცრად გამოუჩნდა ისეთი კონკურენტი, როგორიც სამხრეთ კორეაა. და არა მარტო ის.

ტენდერის შესახებ განცხადება ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ გაკეთდა. ამ განცხადებამ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აიძულა, თავისი წარმომადგენელი დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად კალინინგრადში გაეშვა.

ასევე შეიძლება, გარიგებას ამერიკამ შეუშალოს ხელი. ფრანგულ ხომალდზე დამონტაჟებულია ამერიკული წარმოების ელექტრონული სისტემა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად არის აუცილებლი. ეს სისტემა შეიარაღებას არ ეხება.

ამერიკამ სავსებით შესაძლოა, არსებული საერთაშორისო ნორმებით იხელმძღავნელოს და ამერიკაში დამზადებული მოწყობილობის გაყიდვის აკრძალვა მოითხოვოს.

რუსეთის მიერ მსგავსი თანამედროვე ხომალდის ყიდვა ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს. ამ გარიგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბალტიის ზღვის ქვეყნები, საქართველო და პოლონეთი. ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნული გარიგების მიმართ პროტესტის შემცველი რეზოლუციის მიღებას აპირებენ. მოლაპარაკების გამო ამერიკაც ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას.

შეთანხმებას მოწინააღმდეგეები თავად რუსეთშიც გამოუჩნდნენ. სამხედრო-საწარმოო კომპლექსის წარმომადგენლები, რომლებსაც სამსახურის შენარჩუნება სურთ, არ მალავენ, რომ ურჩევნიათ ხომალდი ქვეყანაში თვითონ ააწყონ.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, ტენდერში მონაწილეობას მიიღებს როგორც უცხოეთის, ასევე რუსეთის გემების მწარმოებელი კომპანიაც. ტენდერის ზუსტი თარიღი 45 დღეში გახდება ცნობილი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი