RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ბასკურმა დაჯგუფება ეტა-მ ზავი გამოაცხადა

ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ეტა-მ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, "აღარ განახორციელოს შეიარაღებული თავდასხმები" ბასკების ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

24 საათი 07.09.10

ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ეტა-მ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, "აღარ განახორციელოს შეიარაღებული თავდასხმები" ბასკების ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ექსკლუზიურ ვიდეოჩანაწერში, რომელიც "ბი-ბი-სი"-ს ჩაუვარდა ხელში, ეტა-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მიღებას მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ეცდებიან. ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, ეტა მუდმივ ზავს აცხადებს თუ დროებითს.

ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის ეტა-ს მიერ წარმოებული მრავალწლიანი სისხლიანი კამპანიის დროს, საერთო ჯამში, 820 ადამიანი დაიღუპა.

ვიდეოჩანაწერში ეტა-ს დროშის ფონზე სამი ქუდიანი და ნიღბიანი ადამიანი ზის. შუაში მჯდომი ქალი განცხადების ტექსტს კითხულობს.

განცხადებაში გამართლებულია ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ეტა ათეულობით წლის მანძილზე ეწეოდა, თუმცა განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ამიერიდან ეტა თავისი მიზნებისთვის მშვიდობიან ბრძოლას აპირებს. "ეტა ადასტურებს, რომ კონფლიქტის დემოკრატიულად დასრულება სურს," - ნათქვამია განცხადებაში. "ჩვენ მზად ვართ, დავთანხმდეთ დემოკრატიული პროცესის დასაწყებად აუცილებელ მინიმალურ პირობებს, თუკი ამისთვის ესპანეთის ხელისუფლებაც მზად იქნება," - აცხადებს ეტა.

ეტა-ს განცხადებას ბასკეთის ავტონომიის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. ისინი არასაკმარისად მიიჩნევენ იმ დათმობებს, რაზეც ეტა-ს სეპარატისტები წავიდნენ. რეგიონული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ როდოლფო არესის განცხადებით, ბასკების ქვეყნის მოსახლეობა და ხელისუფლება ეტა-სგან არა მორიგ ზავს, არამედ შეიარაღებულ ბრძოლაზე მთლიანად უარის თქმას მოითხოვენ. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ინფორმაცია მშვიდობის, თუნდაც დროებითის შესახებ, ძალზე სასიხარულოა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლება სეპარატისტთა განცხადებას სიფრთხილით ეკიდება.

გაურკვეველი რჩება, ეტა-მ ამ ნაბიჯით ცალმხრივად გადაწყვიტა ტერორისტულ საქმიანობაზე უარის თქმა, თუ ხელისუფლებას დიალოგის დაწყების ნიშანს აძლევს.

ორგანიზაცია ეტა, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაშია, ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის უკვე ნახევარი საუკუნეა, იბრძვის. სეპარატისტთა აზრით, ახალ სახელმწიფოში უნდა შევიდეს ესპანეთის ჩრდილოეთსა და საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად ბასკებით იყო დასახლებული. ორგანიზაციის არსებობის მანძილზე მისმა წევრებმა მრავალი ტერაქტი მოაწყვეს და ამით, საერთო ჯამში, 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირეს. ესპანეთში ბოლო ტერაქტები, რომლებზეც პასუხისმგებლობა ბასკმა სეპარატისტებმა აიღეს, 2009 წელს მოხდა.

გასული წლის განმავლობაში ესპანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა, მათივე განცხადებით, ეტა-ს ხელმძღვანელთა დიდი ნაწილის დაკავება შეძლეს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი