RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პუტინ-ლუკაშენკოს საინფორმაციო ომი

ბოლო დროს რუსეთსა და ბელარუსს, უფრო სწორად კი ამ ქვეყნების მმართველებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია.

24 საათი 03.09.10

ბოლო დროს რუსეთსა და ბელარუსს, უფრო სწორად კი ამ ქვეყნების მმართველებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია.

ალბათ უფრო მართებული იქნება იმის თქმა, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობას სწორედ პირადი დაპირისპირება და ორი ლიდერის ამბიციურობა უდევს საფუძვლად. რუსეთი ლუკაშენკოს "შეცვლაზე", ცხადია, უარს არ იტყოდა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მეტნაკლებად პოპულარული შემცვლელის მოძებნა უჭირს - ბელარუსის მთელი ოპოზიცია პროდასავლურია, რუსეთთან დაახლოების მოსურნე მოსახლეობა კი ლუკაშენკოს მომხრეა.

ამჯერად ორ სახელმწიფოს შორის საინფორმაციო ომია გაჩაღებული. რუსეთის ტელევიზია, კერძოდ ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე", მიყოლებით უჩვენებს მაკომპრომეტირებელ ფილმებს "ნათლია ბატკა 1", "ნათლია ბატკა 2" და "ნათლია ბატკა 3". ამის პასუხად კი ლუკაშენკომ ბელარუსის ტელევიზიაში სააკაშვილის ინტერვიუ გაუშვა და ქვეყნის წამყვან გაზეთში პუტინზე პირდაპირი კომპრომატებით ვრცელი სტატია დაბეჭდა.

1 სექტემბერს ბელარუსმა საინფორმაციო ომში მორიგი "შეტევა განახორციელა". სახელმწიფო ტელეარხ "ო-ენ-ტე"-ს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ვრცელი სიუჟეტი, რომელშიც გამოააშკარავეს პუტინის ცრუ პიარ-კამპანია - მისი მოგზაურობა ტრასა "ამურზე" ავტომობილ "ლადა-კალინათი". ბელარუსის ტელევიზიის სიუჟეტს საფუძვლად დაედო პუტინის კორტეჟის მსვლელობის დროს ავტომოყვარულების მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც ისედაც გაჩნდა ინტერნეტში, თუმცა "ო-ენ-ტე" გაცილებით კრიტიკული და ღვარძლიანი აღმოჩნდა.

რუსეთის ხელისუფლებას დაბრალდა, რომ ამ ავტოტურნეზე რუსეთის პატარა ქალაქის წლიური ბიუჯეტის ოდენობის თანხა დახარჯა. ბელარუსული ტელეარხის სიუჟეტში ნათქვამია, რომ "პატიოსანმა ადამიანებმა - ჩიტელმა ვიდეომოყვარულებმა მსოფლიოს აუწყეს სიმართლე პუტინის მოგზაურობის შესახებ და უარყვეს ყველაფერი, რასაც ფედერალური ტელეარხები მაყურებელს რამდენიმე დღის განმავლობაში მოუთხრობდნენ… რუსეთის ავტოპრომის, გზის მშენებლებისა და თვით პრემიერ-მინისტრის სარეკლამო აქცია თითქმის შედგა. ოპერაცია "ამურის" ავტორებს მხოლოდ ის დაავიწყდათ, რომ არა პოტიომკინის სოფლების ეპოქაში, არამედ ციფრული ტექნოლოგიების დროში ცხოვრობენ." აღმოჩნდა, რომ პუტინს მოგზაურობაში, დაახლოებით, ასი სპეცავტომობილი ახლდა, რომელთაგან არცერთი არ ყოფილა სამამულო წარმოების. სარეკლამო ყვითელი "კალინა" სამ ეგზემპლარად იყო წარმოდგენილი. ავტოქარხანა საჩვენებლად და საგანგებოდ პუტინისთვის აწყობილ ავტომანქანასაც კი არ ენდო. პრემიერის კორტეჟს ერთი სათადარიგო მანქანა უკან მიჰყვებოდა, ერთი კი უფრო მოშორებით პლატფორმით მიჰქონდათ. საჩვენებელმა მანქანამ 350 კილომეტრსაც ვერ გაუძლო და მისი შეცვლა გახდა საჭირო. ბელარუსის ტელევიზიამ შენიშნა, რომ ინტერნეტი უკვე სავსეა რუსული საავტომობილო ინდუსტრიის ძაგებით. "ო-ენ-ტე"-მ ხალხს თვით პუტინის შეფასებაც შეახსენა: "ათასი კილომეტრი ასფალტი ინფრასტრუქტურის გარეშე სოფლის გზაა და არა ფედერალური ტრასა". სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა ღვარძლიანად ისიც შენიშნა, რომ რუსეთის პრემიერმა პირობა დადო, თავის მიერ შემოწმებულ მანქანას "ავტოვაზის" მუზეუმს გადასცემს, ოღონდ არ დაუზუსტებია - იმ სამიდან რომელს.

ამ სიუჟეტის გარდა იმ დღეს ახალ ამბებში მხოლოდ ერთი სიუჟეტი გაუშვეს - როგორ ხსნის ალექსანდრ ლუკაშენკო 1 სექტემბერს ახალ სკოლას.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა რუსეთის ხელისუფლებას "ო-ენ-ტე"-ს ამ გადაცემაზე. ბელარუსის ტელევიზიას ხომ რუსეთის მიმდებარე ნაწილის მოსახლეობაც უყურებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი