RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ტერაქტი მოლაპარაკებების ჩასაშლელად

ქალაქ თებრონთან ახლოს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ავტომობილის დაცხრილვის შედეგად ისრაელის ოთხი მოქალაქეა დაღუპული.

24 საათი 02.09.10

დაღუპული ებრაელების დაკრძალვის პროცესი
დაღუპული ებრაელების დაკრძალვის პროცესი

ქალაქ თებრონთან ახლოს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ავტომობილის დაცხრილვის შედეგად ისრაელის ოთხი მოქალაქეა დაღუპული.

ავტომობილი ებრაული დასახლებიდან - კირიათ-არბადან პალესტინის ქალაქ ბანი-ნაიმში მიემართებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა სამხედრო დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ინციდენტს "გმირული ოპერაცია" უწოდა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს პალესტინის ავტონომიასთან მოლაპარაკებების პროცესში უსაფრთხოების საკითხში ისრაელის უკომპრომისო პოზიციის აუცილებლობაზე. "პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ სტრუქტურებს ნება მისცა, რომ დამნაშავეთა ძებნისას დიპლომატიური ზომებით არ შეიზღუდონ," - განაცხადა ვაშინგტონში ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა ნირ ხეფეცმა. ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები ამჯამად ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შუამავლობით მოლაპარაკებები დღეს უნდა დაიწყოს. "ისრაელის საზღვრისა და მომავალი დასახლებების ბედი ტერორით არ გადაწყდება," - განაცხადა ხეფეცმა.

თეთრმა სახლმა, თავის მხრივ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკა თებრონთან მომხდარ ინციდენტს პალესტინასა და ისრაელის შორის მოლაპრაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს. "ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარკებების განახლების დაწყების მომენტში განხორციელებულმა თავხედურმა თავდასახმამ ცხადყო, თუ რისი გაკეთება შუძლიათ მტრებს ამ პროცესის ჩასაშლელად. რთული პერიოდის მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებს შორის მუშაობის დაწყება და მათი დაახლოება, ამასთან მნიშვნელოვანია მუშაობა დაიწყოს მშვიდობიან დარეგულირებაზე, რომელიც რეგიონში მოსახლეობის ცხოვრებას უსაფრთხოს გახდის," - ნათქვამია დოკუმენტში.

მომხდარი ინციდენტი პალესტინის ავტონიმიის პრემიერ-მინისტრმა სალიამ ფაიდიმაც დაგმო და განაცხადა, რომ ეს თავდასხმა "პალესტინის ინტერესებს ეწინააღმდეგება."

თავდასხმა შებინდებისას ქალაქ ბაინ-ნაიმის ¹60 ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელზეც როგორც პალესტინელები, ასევე ისრაელის მოქალაქეები გადაადგილდებიან.

ავტომობილში ორი მამაკაცი და ორი ქალი ისხდნენ, რომელთაგან ერთი ორსულად იყო. მათ ახლოს მიმავალი მანქანიდან ესროლეს. ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე დაღუპული ბეიტ-ხაგაიში ცხოვრობდა. "ეს ტერაქტი იყო და სამხედროები მას სერიოზულ ინციდენტად აფასებენ," - განაცხადა ისრაელის სარდლობის წარმომადგენელმა ავიტალ ლეიბოვიჩმა. "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია სტაბილური იყო და იმედი გვაქვს, რომ ეს ერთი შემთხვევა მდგომარეობას არ გააუარესებს," - განაცხადა მან.

"ჰამასის" სამხედრო ფრთის "იზ ად-დინ ალ-ყასიმის" ბრიგადის წევრებმა თავის მხრივ ვებგვერდზე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "სრულ პასუხისმგებლობას იღებენ თებრონთან მომხდარ გმირულ ოპერაციაზე." მანამდე "ჰამასის" წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა "ბუნებრივი პასუხი იყო ოკუპანტების საქციელზე."

თებრონში გამაგრებულ დასახლებებში ისრაელის 500 მოქალაქე ასი ათასი პალესტინელის გარემოცვაში ცხოვრობს.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტი მნშივნელოვანად გააუარესებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ვაშინგტონში დღეს იწყება. ხუთშაბათს პალესტინის ავტომინიის მეთაური მაჰმუდ აბასი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თანდასწრებით შეხვედრას გამართავენ. ეს იქნება მოლაპარაკებების განახლების პირველი მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე აბასმა ისრაელს მოუწოდა, "ხელიდან არ გაუშვან მშვიდობის დამყარების ეს ისტორიული შესაძლებლობა. შანსი მხოლოდ 1 პროცენტიც რომ იყოს, ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ," - განაცხადა აბასმა.

თავის მხრივ ნეთანიაჰუს იმედი აქვს, რომ "მშვიდობა, რომელიც ორი ქვეყნის აღიარებას, უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ აღმავლობას დაეფუძნება, ჩვენი და ჩვენი შვილების წყალობით დიდხანს გაგრძელდება."

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი