RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ბორის ბერეზოვსკი პუტინს ემუქრება

31 აგვისტოს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის პარალელურად რუსეთის კონტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად აქცია ლონდონში, რუსეთის საელჩოსთანაც გაიმართა.

24 საათი 02.09.10

აქცია რუსეთის საელჩოსთან ლონდონში
აქცია რუსეთის საელჩოსთან ლონდონში

31 აგვისტოს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის პარალელურად რუსეთის კონტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად აქცია ლონდონში, რუსეთის საელჩოსთანაც გაიმართა.

აქციას ბორის ბერეზოვსკი, ევგენი ჩიჩვარკინი, ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივი მარინა ლიტვინენკო, ალექსანდრ გოლდფარბი და ვლადიმერ ბუკოვსკიც ესწრებოდნენ.

აქციაზე მოსულებს ხელში ეჭირათ შავი სტიკერები წარწერით "31" და ტრანსპარანტები. გამორჩეული იყო ბორის ბერეზოვსკის ტრანსფარანტი: "პუტინ, მე მოგიყვანე და მევე დაგაშოშმინებ." დანარჩენ პლაკატებზე დატანილი წარწერები რუსეთის ხელისუფლებას ხალხისთვის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მინიჭებისკენ მოუწოდებდა.

ბორის ბერეზოვსკი ლონდონში მსგავსი ტიპის აქციაზე პირველად გამოჩნდა. მან ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა. "მე არასდროს დამიმალავს, რომ მხარს ვუჭერდი პუტინის ხელისფულებაში მოსვლას. თუმცა პირველი მე დავრჩი იმედგაცრუებული და ამიტომაც ლონდონში წამოვედი. ახლა მთავარია, რუსმა ხალხმა დააფიქსიროს, რა სურს და თავისი სურვილის გამოხატვა შეძლოს," - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

"რუსეთი ლონდონში პიკეტზე პირველად გამოვიდა. ეს იმას მიუთითებს, რომ ჭანჭიკების მორიგი შემობრუნება მოხდა," - განუცხადა ჟურნალისტებს ჩიჩვარკინმა, რომელიც ამჟამად მისი რუსეთში ექსტრადიციის შესახებ ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

აქციის ორგანიზატორი ანდრეი სიდელნიკოვი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად ლონდონში გამოსვლები მომავალშიც გაგრძელდება.

მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგისგან განსხვავებით, ლონდონში დემონსტრაციამ, ცხადია, მშვიდობიანად ჩაიარა. რუსეთში კი აქციები პოლიციამ კვლავ დაარბია და მისი მონაწილეები დააპატიმრა. მათ შორის ოპოზიციის ლიდერებიც. თუმცა დაკავებულები 31 აგვისტოსვე, გვიან ღამით გაათავისუფლეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, "კომერსანტში" დაბეჭდილი პუტინის ინტერვიუს შემდეგ პოლიციელები ხელკეტებს უფრო დიდი მონდომებით იქნევდნენ.

რუსეთში ჩატარებული არასანქცირებული აქციების მორიგი დარბევა მკვეთრად გააკრიტიკა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა.

ბუზეკი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთის მილიციასა და სპეც-რაზმს "არაპროპორციული რეაქცია აქვს შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური დემოკრატიული უფლების რეალიზაციაზე."

რუსული მილიციისა და ომონისთვის 31 აგვისტოს დემონსტრაციის დარბევაში არც იმ ფაქტს შეუშლია ხელი, რომ იქ ევროპარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის - ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაიტულაც. მათთან ერთად მივიდა აქციაზე მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ-რთი ლიდერი ბორის ნემცოვიც, რომელიც თითქმის მისვლისთანავე დააკავეს. მილიციამ კიდევ 70-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა, თუმცა ევროპარლამენტის წარმომადგენლები მათ შორის არ ყოფილან.

 

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი