RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მექსიკაში გავლენიანი ნარკობარონი დააკავეს

მექსიკის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ედგარ ვალდესის - ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ნარკობარონის დაკავების შესახებ.

24 საათი 01.09.10

მექსიკის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ედგარ ვალდესის - ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ნარკობარონის დაკავების შესახებ.

37 წლის ვალდესი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, პოლიციამ ცენტრალურ მექსიკაში აიყვანა.

აშშ-ს ხელისუფლებას ვალდესის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორამციისთვის ჯილდოს სახით 2 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.

ვალდესი კომანდანტეს და გუეროს მეტსახელებით იყო ცნობილი, თუმცა თეთრკანიან და ცისფერთვალება ნარკობარონს უფრო ხშირად ბარბის ეძახდნენ.

ვალდესის სახელს ცნობილ ნარკოკარტელ ბელტრან ლეივას მოქმედებას უკავშირებენ. კონკრეტულად კი მას 2004-2006 წლებში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ათასობით კილოგრამი კოკაინის გავრცელებში ედება ბრლი.

რამდენიმე კვირის წინ მექსიკის პოლიციამ ქალაქ კუერნავაკას ხიდზე 4 თავმოჭრილი გვამი იპოვნა. შორიახლოს აღმოჩენილ გზავნილში კი ეწერა, რომ იგივე ბედი ელის ედგარ ვალდესის ყველა მხარდამჭერს.

ვალდესის დაკავება, სავარაუდოდ, აღქმული იქნება კიდევ ერთ გამარჯვებად იმ ომში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელებს გამოუცხადა.

კალდერონმა 2006 წელს, მექსიკის სათავეში მოსვლის შემდეგ ნარკომოვაჭრეებთან საბრძოლველად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში სამხედრო დანაყოფები ჩააყენა.

მექსიკის სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის ივლისში მოკლეს იგნასიო კორონელი - ნარკოკარტელ სინალოას ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი ძალაუფლების მქონე ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის "მარჯვენა ხელი" იყო.

ზოგიერთი ინფორმაციით, მექსიკაში 2006 წლის დეკემბრიდან დღემდე ნარკოკარტელებთან ბრძოლაში, დაახლოებით, 25 ათასი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა კალდერონი მხოლოდ ნაკოკარტელებს არ ებრძვის. მექსიკის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობს სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული კორუფციის აღმოფხვრას.

მექსიკის ფედერალურმა პოლიციამ კორუფციის, არაკომპეტენტურობისა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო მიმდინარე წელს სამსახურიდან პირადი შემადგენლობის თითქმის მეათედი გაათავისუფლა.

უწყების ხელმძღვანელ ფაკუნდო როსასის განცხადებით, სამსახური 3200-მა პოლიციელმა დაკარგა. კიდევ 1000 თანამშრომელი დისციპლინურ საყვედურს მიიღებს და შესაძლოა, ისინიც გაათავისუფლონ. როსასის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებულ ყველა პოლიციელს აეკრძალა მომავალში ადგილობრივ, პროვინციულ თუ ფედერალურ დონეზე რაიმე სახის თანამდებობის დაკავება. ბევრი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

სანაგებო პრესკონფერენციაზე როსასმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიციელის წინააღმდეგ ბრალდება მათივე ხელქვეითებმა წამოაყენეს. ბრალდებები ეხება, ძირითადად, პოლიციელების კავშირს სიუდად-ხუარესის ნარკოკარტელთან. ამ ქალაქს ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ქალაქის სახელი აქვს.

როსასის თქმით, ეს მასობრივი გათავისუფლებები მექსიკის სამართალდამცავი ორგანოების გაწმენდის პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

პოლიციაში დაწყებული წმენდა, როსასის განცხადებით, მიზნად ისახავს უწყებაში კორუფციის აღმოფხვრას, რათა ხელისუფლებას 34 500 პოლიციელის ნდობა ჰქონდეს და ისინი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად იქცნენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი