RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

"აქცია 31" - ათეულობით დაკავებული მოსკოვსა და პეტერბურგში

მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე, სადაც კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად მორიგი არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, მილიციამ, დაახლოებით, 70 ადამიანი დააკავა, მათ შორის მოძრაობა "სოლიდარობის" თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი და მიტინგის ორგანიზატორები ედუარდ ლიმონოვი და კონსტანინ კოსიაკინიც.

24 საათი 01.09.10

მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე, სადაც კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად მორიგი არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, მილიციამ, დაახლოებით, 70 ადამიანი დააკავა, მათ შორის მოძრაობა "სოლიდარობის" თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი და მიტინგის ორგანიზატორები ედუარდ ლიმონოვი და კონსტანინ კოსიაკინიც.

აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რადგან უშუალოდ მოედნის დიდი ნაწილი სარემონტო სამუშაოების გამო შემოღობილია.

ათასობით პოლიციელი აქციის მონაწილეების შევიწროვებას ცდილობდა. დედაქალაქის ხელისუფლებამ ტრიუმფალურ მოედანთან სამართალდამცავთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გადაისროლა. მათი ნაწილი უშუალოდ მოედანზე, ხოლო ნაწილი ახლო მდებარე ქუჩებსა და გამზირებზე იყო დისლოცირებული. აქციაზე მობილიზებული იყო ომონიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნემცოვმა მოედანთან მიახლოება შეძლო, თუმცა იგი ომონმა სწორედ აქციის დაწყების წინ დააკავა.

როგორც ნემცოვმა აქციის წინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი არასანქცირებული მიტინგების დარბევის შესახებ გაკეთებული განცხადებებით "მფარველობას უწევს იმ მილიციელებს, რომლებმაც ნევის გამზირზე ბიჭებს სცემეს და საერთოდ მილიციას, რომელიც უკანონობას სჩადის."

უკანასკნელი "აქცია 31"-ის დროს პეტერბურგში მილიციელი ახალგაზრდა კაცს გინებით დაესხა თავს, შემდეგ თმებით ათრია და თავში ხელკეტი ჩაარტყა. ეს ინციდენტი, რომლის "მოქმედმა გმირმა" პოლიციელმა სამაჯურის გამო მეტსახელად "მარგალიტი" მიიღო, ვიდეოკამერით არის გადაღებული. იგი ინტერნეტშიც გავრცელდა და ადამიანის უფლებათა დამცველების აღშფოთება გამოიწვია.

პოლიციას ნემცოვის დაკავებაში ვერც იმან შეუშალა ხელი, რომ იგი აქციაზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიისიის ხელმძღვანელ ჰეიდი ჰაუტალასთან ერთად მივიდა.

აქციის მონაწილეებს გარკვეული დროით მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, 83 წლის ლიუდმილა ალექსეევაც შეუერთდა, თუმცა მან ტრიუმფალური მოედანი მალევე დატოვა.

როგორც ალექსეევამ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარისას განმარტა, აქცია ადრე იმიტომ დატოვა, რომ "იქ ძალიან პატარა სივრცე იყო, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა და ჭყლეტა დაიწყო."

მოსკოვის პარალელურად აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, თუმცა ისინი უმეტესად სანქცირებული იყო და ინციდენეტების გარეშე დასრულდა.

აქციის მონაწილეები, მოსკოვის მსგავსად, მხოლოდ სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. აქ ორ არასანქცირებულ მიტინგზე მილიციამ, დაახლოებით, 90 კაცი აიყვანა.

31 აგვისტოს აქცია გაიმართა იმის მიუხედავად, რომ პუტინმა გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში არანსაქცირებული მიტინგების დარბევა, პრაქტიკულად, გაამართლა.

"აქცია 31" უკვე ერთი წელია, კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად ყველა იმ თვის ბოლო დღეს იმართება, რომელიც 31 დღისგან შედგება, თუმცა ეს გამოსვლები არასდროს ყოფილა სანქცირებული.

მოსკოვის ხელისუფლება დემონსტრანტებს უარს, ტრადიციულად, იმ მიზეზით ეუბნებოდა, რომ ტრიუმფალურ მოედანზე იმავე დროს სხვა აქციები იყო დაგეგმილი - სპორტული ღონისძიებები ან კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოსვლები. თუმცა ამჯერად მიზეზი განსხვავებულია - მოედანზე რემონტი დაიწყო და მისი ნაწილი შემოღობილია.

მოსკოვის მერ იური ლუჟკოვის განცხადებით, მერია ნებისმიერი აქციის შესახებ განაცხადს რემონტის გამო უარით პასუხობს.

არასანქცირებული მიტინგების დარბევის შესახებ 31 აგვისტოს აქციამდე ზუსტად ერთი დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაზეთ “კომენრსანტს” ესაუბრა და პრაქტიკულად გაამართლა მილიციის ძალადობა უნებართვო მიტინგების შემთხვევაში. პუტინის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ 31 რიცხვის აქციები რეგულარული ხასიათის არის, თუმცა, მისივე თქმით, დემონსტრაციის უნებართვოდ ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია და მილიცია ყოველთვის შეეცდება ასეთი გამოსვლების ჩაშლას.

პრემიერმა იმაზეც ისაუბრა, რომ აქციის მონაწილეთა რეალური მიზანია არა კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვა, არამედ პროვოკაციების მოწყობა და შემდეგ სახელმწიფოს დადანაშაულება.

გვიან ღამით შინაგან საქმეთა მოსკოვის სამმართველომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლიციის განყოფილებებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენის შემდეგ ტრიუმფალურ მოედანზე დაკავებული ყველა მომიტინგე გაათავისუფლეს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი