RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ჩილელი მაღაროელები ტელეფონით ოჯახის წევრებს ესაუბრნენ

ჩილელი მაღაროელები, რომლებიც უკვე სამ კვირაზე მეტია მიწის ქვეშ იმყოფებიან, ოჯახის წევრებს ტელეფონით ესაუბრნენ.

24 საათი 31.08.10

ჩილელი მაღაროელები, რომლებიც უკვე სამ კვირაზე მეტია მიწის ქვეშ იმყოფებიან, ოჯახის წევრებს ტელეფონით ესაუბრნენ.

ახლობლებს სპეციალურ სატელეფონო ჯიხურში რიგრიგობით შეეძლოთ შესვლა და სალაპარაკოდ 1 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი. ფსიქოლოგები მაღაროელთა ახლობლებს მოუწოდებდნენ, შახტში გამოკეტილებთან რაც შეიძლება ოპტიმისტური განწყობით ესაუბრათ.

აქამდე მიწის ქვეშ მყოფნი ახლობლებისგან მხოლოდ წერილების მიღებას ახერხებდნენ. მაღაროელები ყველა აუცილებელ ნივთს ჯერ კიდევ პატარა ნაპრალიდან იღებენ. ბოლოს მათთან ჩაუშვეს ტანსაცმელი, რომელიც მალე შრება. ეს სამოსი იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც კანის გაღიზიანება და მიწის ქვეშ არსებული ნესტი აწუხებთ.

გარდა ამისა, მათ გაუგზავნეს ე.წ. პოროლონები, რომლებიც არ სველდება და მაღაროელები შეძლებენ, მიწაზე მშრალად დაიძინონ. ამასთანავე მათ მიიღეს მპ3 ფლეერები, რათა მუსკის მოსმენა შეძლონ. რამდენიმე დღის წინ მეშახტეებთნ ჩაუშვეს ვიდეოკამერა, რომლის მეშვეობითაც მათ ერთმანეთი და თავიანთი საცხოვრებელი პირობები გადაიღეს. მათი უმეტესობა საკმაოდ მხნედ გამოიყურება, იმის მიუხედავად, რომ მძიმე პირობებში იმყოფებიან.

ჩილეში მაღარო სან-ხოსეში ავარია 5 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც მაღაროელები მიწის ქვეშ გამომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. ჩილეს ჯანდაცვის მინისტრ ჰაიმე მანალიჩის განცხადებით, 33-დან 5 მაღაროელს დეპრესიის ნიშნები აღენიშნება. უკვე დაიწყო სამაშველო ხვრელის ამოთხრა, რომელიც 700 მეტრის სიღრმის იქნება. მაღაროელები მიწის ზედაპირიდან სწორედ ამ სიღრმეზე იმყოფებიან.

ხელისუფლების განცხადებით, უახლოეს მომავალში მაღაროელთა გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ნასა-ს ექსპერტები ჩაერთვებიან, რომლებიც ასტრონავტებს ჩაკეტილ სივრცეში ხანგრძლივად ყოფნისთვის ამზადებენ.

ინჟინრები კი ამზადებენ ალტერნატიულ გეგმას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მაღაროელები მიწის ზედაპირზე უფრო ადრე ამოიყვანონ, ვიდრე ეს თავდაპირველად ივარაუდებოდა.

სამაშველო ოპერაციას შესაძლოა 4 თვე დასჭირდეს, მაგრამ თუკი ინჟინრები დღეს არსებული ხვრელის გაფართოებას შეეცდებიან, მაშინ მათი ამოყვანა, სავარაუდოდ, 2 თვეშიც მოხერხდება.

ჩილეს ხელისუფლება ამ დროისათვის სამაშველო ოპერაციის რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს.

მიწაში ხვრელის გასაკეთებლად ჩილემ უკვე შეიძინა ჰიდრავლიკური ბურღი Strata 950. მისი მეშვეობით ხვრელის გაყვანის შემდეგ მიწაში სპეციალურ კაფსულას ჩაუშვებენ და მიწაში მომწყვდეულ მაღაროელებს ზედაპირზე სათითაოდ ამოიყვანენ.

ცნობილია, რომ მაღაროელთა ნათესავების ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ ოქროს მომპოვებელმა მაღარომ 2008 წელს, იქ მომხდარი ავარიიდან ერთი წლის თავზე მუშაობა განაახლა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი