RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სუმატრაზე ვულკანი განმეორებით ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი განმეორებით ამოიფრქვა მოხდა.

24 საათი 31.08.10

ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი განმეორებით ამოიფრქვა მოხდა.

სინაბუნგი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მიძინებულ ვულკანად მიიჩნეოდა. უკანასკნელად ვულკანმა 400 წლის წინ გამოიღვიძა. ამჯერად პირველი ამოფრქვევა კვირას მოხდა, გუშინ კი განმეორდა, და უფრო მძლავრადაც.

ვულკანი ატმოსფეროში კვამლისა და ფერფლის გამოყოფას განაგრძობს და ხელისუფლება იძულებული გახდა, ახლოს მდებარე სოფლების ევაკუაცია დაეწყო. ისინი სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ვულკანოლოგის განცხადებით, განმეორებითმა ამოფრქვევამ ფერფლის კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელება გამოიწვია. კვამლისა და ვულკანური ფერფლის გამო ვულკანის სიახლოვეს საჰაერო სივრცე დროებით დაკეტილია. კონკრეტულად, ქალაქ მედანის ახლო-მახლო მდებარე ყველაზე მსხვილი აეროპორტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზოგიერთი რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.

ახლოს მდებარე დასახლებების ევაკუაცია გრძელდება, დაზარალებულები კი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. სინაბუნგის მახლობლად, 6 კმ-ს რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.

წითელი ჯვრის მონაცემებით, საგანგებოდ მოწყობილ ბანაკებში 18 ათასი ადამიანი გადაიყვანეს.

ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა ახლა ჰაერში ფერფლის მაღალი შემცველობაა, რაც სასუნთქი გზების გადაკეტვას იწვევს. ადგილობრივი ექიმები მოსახლეობას სამედიცინო ნიღბებს ურიგებენ.

სუმატრა და მისი მეზობელი ყველა კუნძული ე.წ. "ცეცხლოვან რკალში" - მაღალი ტექტონიკური აქტივობის ზონაში მდებარეობს, რომელიც წყნარ ოკეანეს აკრავს გარს. 75 ათასი წლის წინ რეგიონში, სადაც ამჟამად ტბა ტობა მდებარეობს, უკანასკნელი 200 ათასი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ვულკანური აფეთქება მოხდა.

ამ "სუპერ-ამოფრქვევის" შედეგად ატმოსფეროში დაახლოებით 3 ათასი კუბური კილომეტრი ფერფლი და მტვერი ამოიფრქვა. ამ მასამ მთელი დედამიწა მოიცვა და ვულკანური ზამთარი გამოიწვია, რომელიც 10 წელიწადს გაგრძელდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი