RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ინტერნეტში CIA-ს საიდუმლო დოკუმენტი გამოჩნდა

საიტ Wikileaks-ზე გამოჩნდა დოკუმენტი სახელწოდებით "ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საგანგებო წერილი იმის თაობაზე, თუ რა მოხდება, თუკი უცხოელები აშშ-ს ტერორიზმის ექსპორტიორად მიიჩნევენ."

24 საათი 28.08.10

საიტ Wikileaks-ზე გამოჩნდა დოკუმენტი სახელწოდებით "ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საგანგებო წერილი იმის თაობაზე, თუ რა მოხდება, თუკი უცხოელები აშშ-ს ტერორიზმის ექსპორტიორად მიიჩნევენ."

2.5 გვერდიანი დოკუმენტი, მასზე მითითებული თარიღის მიხედვით, 2010 წლის 5 თებერვალს ამერიკული დაზვერვის სპეციალისტებმა მოამზადეს. მას ადევს გრიფი "საიდუმლო/არ არის განკუთვნილი უცხოელებისთვის" და მითითებულია, რომ ის ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს "წითელი უჯრედის" მიერ არის მომზადებული. "წითელი უჯრედი" კი, როგორც დოკუმენტზეა მითითებული "სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განკარგულებით, იყენებს არასტანდარტულ მიდგომებს, რომლებიც პროვოკაციული აზროვნების სტიმულირებასა და ანალიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე ალტერნატიული შეხედულებების ჩამოყალიბებას იწვევს."

Wikileaks-ის მიერ წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ პუბლიკაციისთვის მზადდებოდა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ამერიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, იგი არავითარ რევოლუციურ ინფორმაციას არ შეიცავს.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ჯორჯ ლიტლმა პუბლიკაციის თაობაზე თავის კომენტარში აღნიშნა, რომ "ამგვარი ანალიტიკა, რომელიც სავარაუდოდ, საგამოძიებო სააგენტოს "წითელი უჯრედის" მიერ იყო მომზადებული, მზადდება იმისათვის, რომ პროვოკაციულ აზროვნებასა და განსხვავებული აზრის წარმოქმნას შეუწყოს ხელი."

ამავე დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ინტერნეტში საიდუმლო დოკუმენტის გავრცელების თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, საიტის მფლობელს ამერიკის ხელისუფლება არ გაუფრთხილებია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებას აპირებდა. ტონერმა ისიც დაამატა, რომ "სინამდვილეში ეს დოკუმენტი ბომბი სულაც არ არის."

Wikileaks-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაანალიზებულია ის რისკები, რომლებიც იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ ტერორისტები აშშ-ს ტერიტორიაზე დაიწყებენ მოქმედებას. ასევე მასში ნათქვამია, რომ მუსულმანები და სხვა დაჯგუფებები უკვე დიდი ხანია აშშ-ს ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმ ბაზად იყენებენ.

ამავე დროს, ავტორების თქმით, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები ძირითად ყურადღებას ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტებსა და საგარეო საფრთხეებს უთმობენ. "უცხოელი ტერორისტები ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ექსტრემისტების გადაბირებით არიან დაკავებული, შემდეგ კი მათ უცხოეთში მოქმედებისთვის იყენებენ, - ნათქვამია დოკუმენტში, - შესაძლოა მომავალში მათ ეს მეთოდი უფრო აქტიურად გამოიყენონ. ამჟამად ამერიკა და სხვა ქვეყნების მთავრობები ამას ყურადღებას არ აქცევენ."

საიტმა Wikileaks პენტაგონის უკმაყოფილება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც 23 ივლისს 77 ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა ავღანეთსა და ერაყში ომის შესახებ. საიტის მეპატრონეები პირობას დებენ, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კიდევ 15 ათას დოკუმენტს გამოაქვეყნებენ.

ბოლო დოკუმენტი ბევრად მოკრძალებულია ივლისში გამოქვეყნებულ მასალებთან შედარებით, რაც იყო სამხედროების მიერ ერაყში ჩატარებული ოპერაციების დაუმუშავებელი ანგარიშები და მათ მიერ მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი