RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

წყალდიდობა ახალ ტერიტორიებზე ვრცელდება

წყალდიდობამ, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან ვრცელდება, ქვეყნის სამხრეთის რაიონებში მცხოვრები კიდევ ასობით ათასი ადამიანი აიძულა, სახლ-კარი მიეტოვებინა და შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადასულიყო.

24 საათი 28.08.10

წყალდიდობამ, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან ვრცელდება, ქვეყნის სამხრეთის რაიონებში მცხოვრები კიდევ ასობით ათასი ადამიანი აიძულა, სახლ-კარი მიეტოვებინა და შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადასულიყო.

სინდის პროვინციის ქალაქ ტატას შემოგარენში წყლის ქვეშ ათობით სოფელი აღმოჩნდა, რის გამოც 200 ათასი ადამიანის ევაკუცია გახდა საჭირო. ჯერჯერობით ჯებირების საშუალებით ხერხდება წყლის ნაკადის შეჩერება, თუმცა ჯებირებსაც უკვე ბზარები გაუჩნდა.

პარალელურად ქვეყნის ჩრდილოეთში მაშველებმა იმ ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს, სადაც წყლის დონემ უკვე დაიწია. დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილი ძველებურად რჩება 800 ათასი ადამიანი. მათ დასახმარებლად გაერო დამატებითი ვერტმფრენების გამოყოფას აპირებს.

5 მილიონი ადამიანი ამ დროისათვის ჭერის გარეშეა დარჩენილი და მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ კარვები ან რაიმე სხვა სახის თავშესაფარი, რათა მწველ მზეს დაემალონ. წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში მედიკოსები ცდილობენ დაავადებების - პირველ რიგში კი ქოლერასა და დიარეას - გავრცელება არ დაუშვან. გაეროს შეფასებებით უკვე 1.6 მილიონი ადამიანია დაავადებული.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება უპრეცედენტო წყალდიდობებით დაზარალებულ რეგიონებში ეპიდემიის გაჩენის საშიშროებით "სერიოზულად არის შეშფოთებული".

პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ იუსეფ გილანიმ ეს საკითხი წამოჭრა საგანგებო თათბირზე, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ეძღვნებოდა.

შეხვედრაზე გამოსვლისას, სადაც მედიკოსები, ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გილანიმ განაცხადა, რომ პაკისტანს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. "არსებობს ისეთი დაავადებების გაჩენის საფრთხე, როგორებიცაა ქოლერა, დიარეა და დიზენტერია. ამ დაავადებათა გაჩენის ალბათობა კი ყველაზე მაღალია ბავშვებში, რომლებიც ძალიან სუსტები და დაუცველები არიან," - განაცხადა პაკისტანის პრემიერმა. წყალდიდობამ პაკისტანში უკვე შეიწირა 1600 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო დაავადებათა გავრცელების ალბათობის გაჩენის შემდეგ საფრთხის ქვეშ კიდევ მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა.

თუმცა გაეროს ხელმძღვანელობა ეპიდემიის გარდა სხვა საფრთხეებითაც არის შეშფოთებული. ორგანიზაცია ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა დაიცვას პაკისტანში მომუშავე საკუთარი თანამშრომლები.

ამის მიზეზია ადგილობრივი თალიბების ახალი მუქარა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არსებობს ცნობები ისლამისტების მიერ იმ უცხოელებზე თავდასხმის გეგმის შესახებ, რომლებსაც პაკისტანში ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ. გარდა ამისა, მისივე თქმით, თალიბები პაკისტანელ თანამდებობის პირებზე თავდასხმასაც გეგმავენ.

გადამდგარი პაკისტანელი გენერალი ტალატ მასუდი თალიბების მუქარას იმით ხსნის, რომ ისლამისტები შეეცდებიან ნებისმიერი ფორმით შეუშალონ ხელი პაკისტანის დასავლეთთან დაახლოებას.

მისი განმარტებით, სტიქიურ უბედურებამდე პაკისტანელებისთვის ანტი-ამერიკული და ანტი-დასავლური განწყობა იყო დამახასიათებელი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ დახმარებებთან დაკავშირებით, მათ შეხედულებები შეიცვალონ, რაც ბოევიკებს არ მოსწონთ.

გაფრთხილებები შესაძლო თავდასხმის თაობაზე მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ამერიკელმა გენერალმა მაიკლ ნაგატამ, რომელიც პაკისტანში სამი კვირის წინ გაგზავნილ ამერიკულ კონტინგენტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, 19 ამერიკული ვერტმფრენისგან შემდგარმა ესკადრილიამ 6 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება შეძლო და ამ პროცესში მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ.

ამ დროისათვის პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონში მსოფლიო სავალუტო ფონდთან 11 მლრდ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყენების პირობებს განიხილავენ.

გაეროს შეფასებით, წყალდიდობისგან, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, 17 მილიონი ადამიანი დაზარალდა და 1.2 მილიონი სახლი დაინგრა.

არსებობს საფრთხე, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, რადგან შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მდინარე ინდში წყლის დონე, რომელმაც უკვე ბოლო 50 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი