RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პუტინ-მედვედევის დაპირისპირება ხიმკის ტყის გარშემო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი აცხადებს, რომ ჩქაროსნული გზატკეცილი მოსკოვი-პეტერბურგი იმის მიუხედავად უნდა აშენდეს, რომ "განვითარებასა და ბუნების შენარჩუნებას შორის პრობლემები ყოველთვის არსებობს."

24 საათი 28.08.10

  •   aa
    ხიმკის ტყის დამცველთა მიტინგი მოსკოვში
  •   aa

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი აცხადებს, რომ ჩქაროსნული გზატკეცილი მოსკოვი-პეტერბურგი იმის მიუხედავად უნდა აშენდეს, რომ "განვითარებასა და ბუნების შენარჩუნებას შორის პრობლემები ყოველთვის არსებობს."

გზატკეცილის მშენებლობამ მოსკოვის გარეუბანში მდებარე ხიმკის ტყის გავლით ეკოლოგებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ბოლო პერიოდში პრეზიდენტ მედვედევს ამ საკითხთან დაკავშირებით ხიმკის ტყის დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტია "ედინაია როსიას" მიმართვები გადასცეს.

შედეგად კი სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობას გზის მშენებლობის დროებით შეჩერების, დამატებითი კვლევების ჩატარებისა და საზოგადოებრივი აზრის მოსმენის განკარგულება მისცა.

შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა კი პრობლემასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება ასე ჩამოაყალიბა: "ნათელია, რომ გზა უნდა აშენდეს, ისევე, როგორც უნდა მოხდეს სხვა ობიექტების აღჭურვა." მისი თქმით ახალი გზა "ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო". "მთავრობა ყოველთვის ყურადღებით უდგება ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს," - განუცხადა რუსმა პრემიერმა ჟურნალისტებს.

პუტინმა მაგალითად ბაიკალის ტბის მახლობლად ნავთობსადენის მშენებლობა მოიყვანა და გაიხსენა თუ რამდენ ხანს განიხილებოდა ეს საკითხი, რის შემდეგაც ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სისტემა ტბის ზონიდან 400 კმ-ს დაშორებით აეშენებინათ. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, როგორ "გულდასმით სწავლობდნენ ექსპერტები და ეკოლოგები "ჩრდილოეთის ნაკადის" მარშრუტს და საბოლოოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს."

ამავე დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანდახან ეკოლოგიური პრობლემები "კონკურენტულ ბრძოლაში" და "პოლიტიკური მიზნებით გამოიყენება." მისი განცხადებით, ასეთი რამ მოხდა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" შემთხვევაშიც.

"მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დავაღწიოთ თავი ამბიციებს, პირველ რიგში კი ამბიციებს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამბიციები ეკოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ. ეს საერთო ცოდვაა," - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

ამავე დროს, პუტინი მიიჩნევს, რომ ხიმკის ტყესთან დაკავშირებით საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა და საზოგადოებრივი დებატების გამართვის წინააღმდეგი არ არის: "ეს ნორმალურია. ეს სწორია. ეს საკითხი მე და დიმიტრი ანატოლევიჩმაც [მედვედევი] განვიხილეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სრულიად შეესაბამება ჩვენი ქცევების ლოგიკასა და პრაქტიკას," - დაამატა პუტინმა.

მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის ჩქაროსნული მაგისტრალის მე-15-დან 58-ე კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში უნდა დაიწყოს. პროექტის ფარგლებში საკმაოდ ფართო გზა ხიმკის ტყეზეც უნდა გავიდეს.

ეკოლოგები და საზოგადოება, კონკრეტულად კი მოძრაობა "ხიმკის ტყის დასაცავად", უკვე დიდი ხანია პროექტის ამ სახით განხორციელების წინააღმდეგ იბრძვიან. დღემდე სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება გამოიტანა და ყველა მათგანი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც პროექტის სასარგებლოდ იყო მიღებული.

თუმცა 26 აგვისტოს ვითარება კარდინალურად შეიცვალა: რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა პუტინის მიერ გაცემული დადგენილების რეალიზაციის შეჩერება ბრძანა.

ცოტა ხნის წინ კი თავის ვიდეო-ბლოგში მედვედევმა განაცხადა: "იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ საავტომობილო გზის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი უკვე განიხილა ჩვენმა სასამართლომ და გადაწყვეტილებებიც მიიღო, ჩვენი ხალხი, მმართველი პარტიიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, საზოგადოებრივი გაერთიანებები და ექსპერტთა წრეები ამბობენ, რომ ის დამატებით ანალიზს მოითხოვს."

ხიმკის ტყის დამცველი მოძრაობის ლიდერი ევგენია ჩირიკოვა (ისიც და ამ ტყის სხვა დამცველებიც რამდენჯერმე დააკავა პოლიციამ. ეკოლოგიის დამცველი ზოგი ჟურნალისტი საავადმყოფოშიც მოხვდა) იმდენად აღაფრთოვანა მედვედევის ამ განცხადებამ, რომ მომდევნო არჩევნებზე ხმის "ედინაია როსიასთვის" მიცემის პირობა დადო. "სუპერ! ეს შესანიშნავია! - განაცხადა ჩირიკოვამ, - ხმას აუცილებლად მათ მივცემ!"

გაირკვა, რომ არსებობს გზის აშენების სხვა ვარიანტიც, ანუ ალტერნატიული მარშრუტი და, როგორც ჩანს, ცოტა ხანში მიიღებენ ხიმკის ტყის გადარჩენის გადაწყვეტილებას. თუმცა, მშენებლობამ ტყეს უკვე მიაყენა სერიოზული ზიანი.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი