RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ისრაელი და პალესტინა პირდაპირ მოლაპარაკებებს დათანხმდნენ

ისრაელმა და პალესტინამ ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის (აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო) წინადადება მიიღეს და პირდაპირ დიალოგს დათანხმდნენ.

24 საათი 24.08.10

  •   aa
    მაჰმუდ აბასი ბენიამინ ნეთანიაჰუ
  •   aa
    ებრაელები პალესტინურ ბაზარში ჯარის თანხლებით დადიან

ისრაელმა და პალესტინამ ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის (აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო) წინადადება მიიღეს და პირდაპირ დიალოგს დათანხმდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის ავტონომიასთან შეთანხმების მიღწევას "რთულად, მაგრამ მნიშვნელოვნად" მიიჩნევს. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ისრაელის ინტერესები მთლიანად იქნება დაცული. ნეთანიაჰუმ ისიც დაამატა, რომ პალესტინელებმა ისრაელი ებრაელი ხალხის სახელმწიფოდ უნდა აღიარონ და მათ სრული უსაფრთხოების გარანტია მისცენ.

მოლაპარაკებების დაწყება 2 სექტემბერს ვაშინგტონშია დაგეგმილი. დიალოგში, ნეთანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასის გარდა, მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიიღებს.

გარდა ამისა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, იორდანიის მეფე აბდულა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც - კვარტეტის ოფიციალური წარმომადგენელი - არიან მიწვეული.

ებრაელებსა და პალესტინელებს ერთმანეთთან პირისპირ უკვე 7 წელია არ ულაპარაკიათ. დიალოგი მხოლოდ 2007 წელს განახლდა, თუმცა 1 წელზე ცოტა მეტის შემდეგ ისე შეწყდა, რომ არავითარი საგრძნობი შედეგი არ მოუტანია.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე აშშ-ს სპეციალურმა წარგზავნილმა ჯორჯ მიტჩელმა დიდი ძალისხმევა მოახმარა ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობის დარწმუნებას პირდაპირ მოლაპარაკებათა გასაახლებლად.

მიმდინარე წლის მაისში მიტჩელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა.

არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს ისრაელი ამტკიცებდა, რომ დიალოგი მანამდე, სანამ ის უშუალო ფორმას მიიღებდა, კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების შემუშავებაზე. პალესტინელებს კი, თავის მხრივ, სურდათ, რომ პრიორიტეტული ყოფილიყო მომავალი სახელმწიფოს საზღვრები.

ივლისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და "პალესტინასთან პირდაპირი მოლაპარაკების დრო მოვიდა." თუმცა პალესტინური ავტონომიის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა დიალოგის დაწყებამდე კონკრეტული გარანტიები მოითხოვა.

მიმდინარე წლის მარტში პალესტინელები მოსამზადებელ დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში კიდევ 1600 კორპუსის აშენებას აპირებს. ლოგიკურად, მორატორიუმი ალბათ გაგრძელდება, თუ მოლაპარაკებების დაწყება სექტემბერში რეალური გახდება.

იერუსალიმისა და ებრაული დასახლებების პრობლემები იმ ყველაზე რთული საკითხების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის პრობლემის დარეგულირებას აფერხებს.

გასული წლის ნოემბერში ისრაელმა ნაწილობრივ, 10 თვით შეაჩერა დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობა, თუმცა ეს მორატორიუმი უკვე დაწყებულ მშენებლობებზე არ ვრცელდება და აღმოსავლეთ იერუსალიმს არ ეხება.

ძველი ქალაქის ეს ნაწილი, რომელსაც წმინდა ქალაქად რამდენიმე რელიგიის მიმდევრები მიიჩნევენ, ისრაელმა იორდანიას 1967 წელს მომხდარი 6-დღიანი ომის შედეგად წაართვა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით ის დღემდე ანექსირებულად ითვლება.

პალესტინელებს აღმოსავლეთ იერუსალიმის თავისი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად ქცევა სურთ. ისრაელი კი ამტკიცებს, რომ მთელი ძველი და წმინდა ქალაქი მათი მუდმივი, განუყოფელი დედაქალაქია.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი