RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან დიალოგის წარმოებაზე იმ დრომდე ამბობს უარს, სანამ თეირანი ეკონომიკური სანქციებისგან არ გათავისუფლდება და ვაშინგტონი თავისი მუქარებისთვის ბოდიშს არ მოიხდის.

24 საათი 21.08.10

ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან დიალოგის წარმოებაზე იმ დრომდე ამბობს უარს, სანამ თეირანი ეკონომიკური სანქციებისგან არ გათავისუფლდება და ვაშინგტონი თავისი მუქარებისთვის ბოდიშს არ მოიხდის.

"თუკი ამერიკა, ერთი მხრივ, დიალოგისკენ მოგვიწოდებს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენზე ზეწოლას ახორციელებს, სანქციებით გვემუქრება და საერთოდაც ჩვენი ხელში მომწყვდევა სურს, ჩვენ ასეთი მოლაპარაკება არ გვჭირდება," - განაცხადა ჰამენეიმ.

ამერიკის ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოსგან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ პროგრამა ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ამავე დროს თეირანი განარძობს მსოფლიოს დარწმუნებას, რომ ურანის გამდიდრებას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ცდილობს.

"ჩვენი პრეზიდენტიც და სხვებიც ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა არა ამერიკასთან, რომელსაც მოლაპრაკებების სამართლიანად და ადეკვატურად წარმოება არ შეუძლია. აჯობებს თავდაპირვლად მათ მუქარა შეწყვიტონ და სანქციები გააუქმონ."

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა "დიდ ექვსეულთან" დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა. ექვსეულში კი აშშ-ც შედის.

პრეზიდენტის გამოთქმების ფონზე, ჰამენეის სიტყვები რამდენადმე ორაზროვნად ჟღერს. კონკრეტულად კი, ჯერჯერბოით არ არის გარკვეული იტყვის თუ არა ირანი უარს დასავლეთთან ყოველგვარ მოლაპარაკებებზე, რომელშიც მონაწილეობას ამერიკა მიიღებს, თუ ის მხოლოდ "ინდივიდუალურ" დიალოგს არ დათანხმდება.

ამ დროს კი აშშ-ს ხელისუფლება შეშფოთებით აკვირდება ირანში ბირთვული პროგრამის მიმდინარეობას და უკვე მერამდენედ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს გამაფრთხილებელი დარტყმა იმ შემთხვევაში, თუკი თეირანის მხრიდან მომავალი საფრთხე საკმარისად სერიოზული იქნება.

აშშ-ს შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მალენმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თეთრი სახლი ირანზე შესაძლო თავდასხმის გეგმას ამუშავებს. ამ განცხადებაზე ირანელ ლიდერს საკმაოდ მწვავე რეაქცია ქონდა.

"საეჭვოა რომ ამერიკის ხელისუფლებამ ასეთ სულელურ ზომებს მიმართოს, თუმცა დაე ყველამ იცოდეს, რომ მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით არ შემოიფარგლება და ბევრად უფრო შორეულ ტერიტორიებზე გავრცელდება," - აცხადებს ჰამენეი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ირანის გავლენის მთავარი ბერკეტი ორმუზის სრუტეა, რომელსაც თეირანი დასავლეთის მხრიდან აგრესიის გახორციელების შემთხვევაში გადაკეტავს. ამგავარად ნავთობის მიწოდების საზღვაო მარშრუტების 40%-ზე მეტი ჩაიკეტება.

გარდა ამისა, კონფლიქტის შემთხვევაში ირანს შესაძლოა ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები შეუერთდნენ, როგორებიც ჰამასი და ჰეზბოლაა. ხოლო ამერიკული ძალები, რომლებიც ამ რეგიონში იმყოფებიან, თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი