RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ამერიკამ ერაყში ომი “დაამთავრა”

ერაყი აშშ-ს ბოლო საბრძოლო ბრიგადამ დატოვა

24 საათი 20.08.10

ერაყი აშშ-ს ბოლო საბრძოლო ბრიგადამ დატოვა

აშშ-ს შეირაღებულ ძალებში იტყობინებიან, რომ ამერიკული ძალების ბოლო საბრძოლო ბრიგადამ ერაყი დატოვა. მეორე ქვეითი დივიზიის მეოთხე ბრიგადამ სახელწოდებით "სტაიკერი," რომელიც 4 ათასი ადამიანისგან შედგება, ერაყისა და ქუვეითის საზღვარი გადაკვეთა.

ამგვარად, ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის აქტიური ნაწილი დასრულდა. 7 წლის წინ ამერიკის სამხედრო ძალები ერაყში შეიჭრნენ, რასაც სადამ ჰუსენის რეჟიმის დამხობა მოყვა,

აშშ-ს მეორე ქვეითი დივიზიის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიგადის უკანასკნელმა ჯავშნოსანმა მანქანებმა ერაყისა და ქუვეითის საზღვარი ხუთშაბათის ღამე გადაკვეთეს.

"ერაყის ომის გარდამტეხ მომენტში, როდესაც ჩვენი ძალები ქვეყანას ტოვებენ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავუხდით მადლობას ყველა სამხედროსა და მათ ოჯახებს მათი სამსახურისთვის," - ნათქვამია პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილობით განცხადებაში, რომელიც მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ფილიპ კროულის განცხადებით, ერაყიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა ისტორიული მომენტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერაყში ამერიკის მისია საბოლოოდ დასრულდა. "ჩვენ ვასრულებთ ომს, თუმცა ჩვენი სამუშაო ერაყში არ სრულდება," - განაცხადა კროულიმ.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ერაყში 64 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. 31 აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში 50 ათასი მათგანი დარჩება, რათა ერაყის უსაფრთხოების სამსახურები გაწვრთნან და როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ამერიკული ინტერესები დაიცვან.

50 ათას სამხედროში ორი საბრძოლო ბრიგადაც შედის, თუმცა ახალი სახელწიდეობით: "დახმარებისა და მხარდაჭერის ბრიგადები" და მცირედი სტრუქტურული ცვლილებებით. "ჩვენ განვაგრძობთ ერაყელ ხალხთან პარტნიორული ურთიერთობების მშენებლობას და გავზრდით დიპლომატიისა და საზოგადოების როლს," - ნათქვამია ობამას წერილობით განცხადებაში.

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი საბოლოოდ 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვონ. ერაყში ომის დაწყებიდან დღემდე 4400 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მარტში ერაყში საპარლამენტო არჩევნები შედგა, თუმცა მთავრობის ფორმირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ამერიკელი სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით ქვეყანაში შეშფოთებაც კი გამოიწვია.

მაშინ როდესაც ერაყში ამერიკული კონტინგენტი თანდათან მცირდება, იზრდება სამხედროთა რაოდენობა ავღანეთში. პრეზიდენტ ობამას გეგმის თანახმად ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა 30 ათასით უნდა გაიზარდოს.

ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანა 2011 წლის ივლისში უნდა დაიწყოს, თუმცა პირველი შემცირება უმნიშვნელო იქნება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი