RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რუსეთში ხანძრების ფართობი შემცირდა

სიცხის კლება და წვიმა რუსეთის ხელისუფლებას ტყისა და ტორფის ხანძრების ფართობის შემცირებაში ეხმარება, თუმცა მოკოვში კვამლის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობა.

24 საათი 18.08.10

სიცხის კლება და წვიმა რუსეთის ხელისუფლებას ტყისა და ტორფის ხანძრების ფართობის შემცირებაში ეხმარება, თუმცა მოკოვში კვამლის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ხანძრის ფართობი თითქმის ორჯერ, 23 ათასი ჰექტარით შემცირდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლი ამჟამად თითქმის ამავე ფართობის ტერიტორიაზე მძვინვარებს.

მთლიანად არის ჩამქრალი ხანძრები ვორონეჟის ოლქსა და მორდოვიაში. ცეცხლთან ბრძოლა ძველებურად გრძელდება ნიჟეგოროდის, რიაზანის, ვლადიმირის, კიროვისა და სვერდლოვსკის ოლქებში. მოსკოვის შემოგარენში ამჟამად ხანძრის 14 კერა ფიქსირდება.

ყველაზე რთული ვითარება მოსკოვის, რიაზანისა და ვლადიმირის ოლქების გასაყარზე რჩება, რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ქარს მოსკოვში დამწვრის სუნი სწორედ ამ ტერიტორიიდან მიაქვს, თუმცა ხილვადობა ამჟამად ქალაქში მეტ-ნაკლებად უკეთესია, ვიდრე გასულ კვირას იყო.

ამავე დროს მოსკოვსა და მის მეზობელ რეგიონებში კვლავინდებურად განახლდა გაფრთხილება ქარიშხლის, გადაუღებელი წვიმებისა და აციების საშიშროების შესახებ.

ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ელექტრო-გადამცემი ხაზები დააზიანა. მხოლოდ ლენინგრადის ოლქში ელექტრო-ენერგიის გარეშე 100 ათასი ადამიანი დარჩა.

წვიმები, ქარი და ტემპერატურის კლება ანტიციკლონის დაშლის ნიშანია, რომელიც თვეზე მეტი დროის განმავლობაში რუსეთში ანომალიურ სიცხეს ინარჩუნებდა.

მოსკოვის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიცხემ და ტოქსიკურმა სმოგმა სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებლები გააორმაგა, თუმცა ფედერალურ დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორამციას არ ადასტურებენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უშუალოდ დაესწრო მოსკოვის შემოგარენში გამომშრალი ტორფის დატბორვის პროცესს. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ივლისის ბოლოს დაწყებული ხანძრის მიზეზი სწორედ გამომშრალი ტორფის ჭაობები გახდა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლებაში შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ყველა გამომშრალი ჭაობი ხელახლა უნდა დაიტბოროს და ისევ ჭაობად იქცეს. ეს პროექტი რუსეთის ხელისუფლებას მილიარდ რუბლზე მეტი დაუჯდება.

გამომშრალი ტორფი მეხანძრეებისთვის განსაკუთრებით რთული ჩასაქრობია. ტორფის სიღრმის შრეებმა შესაძლოა წვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში განაგრძოს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედაპირზე ალი არ არის, წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ატმოსფეროში შეუფერხებლად გამოიყოფა.

პუტინმა 5 კილომეტრიანი მილსადენი მოინახულა, რომელიც მდინარე ოკადან ტორფის ჭაობებისკენ წყლის გადასაქაჩად უნდა გამოიყენონ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ადგილობრივი რელიეფი საშუალებას იძლევა, რომ აქ ისეთივე ჭაობები შეიქმნას, როგორებიც გამოშრობამდე იყო."

ამასთანავე რუსეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ გულუხვ კომპენსაციას მიიღებს ყველა, ვისი სახლიც ხანძრის დროს დაიწვა.

ოფიციალური მონაცემებით, დამწვარია დაახლოებით 2 ათასი სახლი. თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი 3500 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი ადამიანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.

პუტინის თქმით, ყველას, ვისი ქონებაც ხანძრის მსხვერპლი გახდა, იმავე ზომის სახლს აუშნებენ როგორიც ქონდა, თუმცა არა იმაზე პატარას, ვიდრე სანიტარული ნორმებით არის გათვალისწინებული. ალტერნატივის სახით, ხელისუფლებას ფულადი კომპენსაციის გაცემაც შეუძლია, თუმცა არა 2 მილიონ რუბლზე მეტის. ეს თანხა რუსეთში სახლების საბაზრო ღირებულების ზედა ზღვართან არის მიახლოებული. ამ მიზნებისთვის უკვე გამოყოფილია 5 მილიარდი რუბლი. თუმცა, ადგილობირივი მედიის ცნობით, იმ ადამიანების ნაწილს, ვისი სახლიც ცეცხლმა იმსხვერპლა, კომპენსაციის მიღების დროს სირთულეებთან უხდებათ შეჯახება: თავისი უფლება საკუთრებაზე ყველას არ ქონდა დარეგისტრირებული კანონმდებლობის შესაბამისად, ზოგს კი სახლი მანამდე დაეწვა, სანამ ხელისუფლებამ რეგიონი უნედურების ზონად გამოაცხადა. ასეთ ხალხს მოუხდება დამოუკიდებლად დაამტკცოს, რომ ისინი ხანძარმა მართლაც დააზარალა.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები შეკრიბა და მათ დაზარალებული მოსახლეობის დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, მან ოლიგარქებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სოციალური ინფრასტრუქტურის განადგურებული ობიექტების აღდგენაში. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქებისადმი ხელსუფლების ასეთი თხოვნა რუსეთში არცთუ იშვიათი მოვლენაა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი