RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სეული და ვაშინგტონი მანევრებს ამთავრებენ

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან "უმოწყალო საპასუხო დარტყმის" შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ამერიკამ სამხრეთ კორეულ სამხედრო ძალებთან ერთად ერთობლივი წვრთნების ბოლო ეტაპი დაიწყო.

24 საათი 17.08.10

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან "უმოწყალო საპასუხო დარტყმის" შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ამერიკამ სამხრეთ კორეულ სამხედრო ძალებთან ერთად ერთობლივი წვრთნების ბოლო ეტაპი დაიწყო.

სარდლობის წარმომადგენლების განცხადებით, სწავლებაში მონაწილეობას 56 ათასი სამხრეთ კორეელი და 30 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი მიიღებს.

ფხენიანი მანევრებს ისე აღიქვამს, როგორც ჩრდილოეთ კორეაში მოკავშირეების შეჭრის გენერალურ რეპეტიციას.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა სერიოზულად მას შემდეგ გაიზარდა, რაც მარტში სამხრეთ კორეული გემი "ჩჰონანი" ჩაიძირა და 46 მეზღვაური დაიღუპა. ის სავარუდოდ ჩრდილოეთ კორეული ტორპედოს მსხვერპლი გახდა. თუმცა ამას ფხენიანი კატეგორიულოად უარყოფს. ჩრდილოეთ კორეა მოითხოვს ოფიციალურად მოუხადონ ბოდიში დასკვნის გამო, რომლის მიხედვითაც ხომალდის ჩაძირვაში დამნაშავე სწორედ ფხენიანია.

სეულმა და ვაშინგტონმა მსხვილმასშტაბიანი წვრთნები ერთხელ უკვე ჩაატარეს. ამჟამინდელი მანევრები მხოლოდ ორი ქვეყნის სამხედრო ძალების ერთობლივი კოორდინაციის დამუშავებაა.

სარდლობის განცხადებით, 11 დღიან სწავლებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს და სამხედრო ძალების გადაადგილებას ძალზე შეზღუდულად ითვალისწინებს.

თუმცა ფხენიანმა უკვე გაავრცელა მთელი რიგი მრისხანე განცხადებები, რომლებშიც ის წვრთნებს საბრძოლოსა და აგრესიულს უწოდებს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმით იმუქრება. "ჩვენი არმია და ჩვენი ხალხი უმოწყალო საპასუხო დარტყმას განახორციელებს," - ნათქვამია ქვეყნის სამხედრო სარდლობის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

ამავე დროს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მენ ბაკი ორი კორეის გაერთიანების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით არსებობს სამეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც გაერთიანება უნდა მოხდეს.

თავის სიტყვაში, რომელიც მან ნახევარკუნძულის იაპონელებისგან გათავისუფლების 65 წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქვა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ორმა სახელწიფომ მშვიდობიანი საზოგადოება უნდა ჩამოაყალიბოს, შემდეგ გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები, ხოლო შემდეგ სხვა ყველა დაბრკოლება ჩამოიშოროს.

ლი მენ ბაკის თქმით, უკვე მოვიდა დრო, როდესაც მხარეებმა ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყონ, რადგან ორი კორეის გაერთიანება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. გამოსვლაში ლი მენ ბაკმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, პროვოკაციებს თავი დაანებოს და სამხრეთელ მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება სცადოს, რადგან სეული ახალ პროვოკაციებს აღარ მოითმენს.

მისივე თქმით, ამ პროცესის დაფინანსებას შესაძლებელს გახდის გაერთიანებისთვის საჭირო გადასახადი. სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსების გათვლით, გაერთიანება საერთო ჯამში 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ანალიტიკოსების თქმით, ეს იდეა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. ფხენიანში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი