RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

დეკლარაციული დუელი ცხელ მიწაზე

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ამერიკა ავღანეთთან დაკავშირებით "ორმაგ თამაშში" დაადანაშაულა.

24 საათი 11.03.10

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ამერიკა ავღანეთთან დაკავშირებით "ორმაგ თამაშში" დაადანაშაულა.

ირანის პრეზიდენტის ეს განცხადება მოჰყვა ამერიკის ასეთივე ბრალდებას ირანის მიმართ.აჰმადინეჯადის თქმით, ამერიკამ "შექმნა ტერორისტები და ახლა ამბობს, რომ მათ ებრძვის," - ეს მან ქაბულში ავღანეთის პრეზიდნეტ ჰამიდ ყარზაისთან შეხვედრისას განაცხადა.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც აგრეთვე ქაბულში იმყოფება, ირანი თალიბების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ყარზაი პაკისტანში გაემგზავრება, სადაც მეორე მნიშვნელოვან მეზობელთან გამართავს მოლაპარაკებას.

ეს აჰმადინეჯადის პირველი ვიზიტია ავღანეთში გასული წლის შემდეგ, როცა ისიც და ყარზაიც ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტებად.

ჰამიდ ყარზაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჰმადინეჯადმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უცხოეთის ჯარების ყოფნა "მშვიდობის დამყარებას არ უწყობს ხელს". "ჩვენი პოზიციაა, ყველანაირად დავუჭიროთ მხარი ავღანელ ხალხს, ავღანეთის მთავრობასა და ქვეყნის რეკონსტრუქციას," - განცხადა აჰმადინეჯადმა.

გეიტსმა, რომელიც ავღანეთში იმყოფება, რათა შეაფასოს და კონგრესს წარუდგინოს ქვეყანაში დასავლელი ჯარიკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის პროგრესი, ცოტა ხნის წინ თეირანი დაადანაშაულა "ორმაგ თამაშში".

მან იგულისხმა, რომ ირანი ავღანეთს მხარდაჭერას სთავაზობს, მაშინ როდესაც ფულით და სხვა საშუალებებით "თალიბანსაც" გარკვეულწილად ეხმარება.

თუმცა, აჰმადინეჯადის განცხადებით, სწორედ ამერიკაა ის, "ვინც ორმაგ თამაშს ეწევა", მან "შექმნა ტერორისტები და ახლა ამბობს, რომ მათ ებრძვის". ირანის ლიდერმა ამერიკა რეგიონში ამერიკელი სამხედროების ყოფნის გამოც გააკრიტიკა: "თქვენი ქვეყანა მსოფლიოს სულ სხვა ნაწილში მდებარეობს და რას აკეთებთ აქ?" აჰმადინეჯადის განცხადებით, ტერორიზმს არმია ვერ დაამარცხებს, ეს მხოლოდ სპეცსამსახურების საშუალებით მოხერხდება.

ყარზაიმ მადლობა გამოუცხადა ირანს ავღანეთის აღდგენაში დახმარების გამო. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოძმე ქვეყანა ირანი დაგვეხმარება ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში, რაც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას ნიშნავს," - განაცხადა ყარზაიმ.

გეიტსმა, რომელმაც ოთხშაბათს ქაბულის ოლქში ის ბაზა მოინახულა, სადაც დასავლელი სამხედროები ავღანელებს წვრთნიან, აჰმადინეჯადის ვიზიტს "მოსაწყენი" უწოდა.

მისი თქმით, ამერიკას სურს, რომ ავღანეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თავის მეზობლებთან, თუმცა ეს მეზობლები ავღანეთის მიმართ სამართლიანად უნდა იქცეოდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ჯარებმა შესაძლოა, ქვეყნის დატოვება წინასწარ შეთანხმებულ ვადაზე - 2011 წლის ივლისზე ადრე დაიწყონ. ეს "შექმნილ მდგომარეობაზეა" დამოკიდებული. ამასთან, გეიტსმა დაამატა: "არ უნდა ვიყოთ მოუთმენლები. საბოლოოდ, მხოლოდ ავღანელები შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას."

გუშინ მოგვიანებით ყარზაი პაკისტანში გაემგზავრა. ამ ქვეყანას წარსულში ავღანელი თალიბებისთვის თავშესაფრის მიცემა ბრალდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ პაკისტანში თალიბი ლიდერების დაკავება დაიწყო, მათ შორის დაპატიმრებულ იქნა მეორე პირი თალიბთა იერარქიაში მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

ყარზაი ლიდერების ექსტრადირებას ითხოვს, პაკისტანს კი რეგიონულ სტრატეგიაში უფრო აქტიური მონაწილეობის პრეტენზია, აქვს განსაკუთრებით მაშინ, როცა დასვლეთის ჯარები ავღანეთის დატოვებას დაიწყებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი