RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ბრიტანეთის პრემიერი დაზვერვის სამსახურს იცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა ქვეყნის სპეცსამსახურების დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასამართლოს მხრიდან კონტრდაზვერვის სამსახურის MI-5-ის მისამართით წაყენებული ბრალდებები მოისმინა.

24 საათი 03.03.10

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა ქვეყნის სპეცსამსახურების დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასამართლოს მხრიდან კონტრდაზვერვის სამსახურის MI-5-ის მისამართით წაყენებული ბრალდებები მოისმინა.

ბრალდებების თანახმად, კონტრდაზვერვის სამსახური ტეროროზმში ეჭვმიტანილების წამებაშია მხილებულია.

"ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოა. თავიანთი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ წაყენებული ბრალდებებისგან თავი დაიცვან. თუმცა, ამის გაკეთება მე შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა," - ამ განცხადებით გორდონ ბრაუნმა ლორდ ნოიბერგერს უპასუხა.

ნოიბერგერი ქვეყნის სასამართლო სისტემაში პოსტით მეორე ადგილს იკავებს. მან ერთ-ერთ პუბლიკაციაში განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის სამსახური MI-5 ნდობას არ იმსახურებს, რადგან ამ სამსახურის წარმომადგენლებმა იცოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წამების შესახებ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების წარმომადგენლები ახორციელებდნენ.

პოლემიკის მიზეზი გახდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი, გუანტანამოს ყოფილი პატიმრის ბინიამ მუჰამედის საქმე. ეთიოპიელ მუსულმანს დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლება ჰქონდა. 2002 წელს იგი პაკისტანში დააკავეს და ამერიკელ სამხედროებს გადასცეს, რის შემდეგაც პაკისტანის, ავღანეთის, მაროკოსა და გუანტანამოს ციხეებში მოიხადა სასჯელი.

მუჰამედის ადვოკატის განცხადებით, იგი ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული პროგრამის მსხვერპლი გახდა. პროგრამა ამერიკელმა ჯარისკაცებმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აამოქმედეს, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა ქვეყნებიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილებს აპატიმრებდნენ, ან უბრალოდ იტაცებდნენ და დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ციხეებში კითხავდნენ.

წარმოშობით ეთიოპიელი პატიმარი 2009 წლის თებერვალში გაამართლეს და იგი ბრიტანეთში დაბრუნდა. მიმდინარე წლის 10 თებერვალს ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენცია დაარღვია, რადგან ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა იცოდნენ მუჰამედის მიმართ განხორციელებული არაჰუმანური ქცევის შესახებ და არანაირი ღონისძიება არ გაატარეს.

გარდა ამისა, სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, მოიძიოს ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიმოწერა, რომლებიც ტეროროზმში ეჭვმიტანილების წამების ფაქტებს ეხება.

მუჰამედის წამების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გახმაურების წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი გამოვიდა, მაგრამ სასამართლომ მინისტრის თხოვნა არ გაითვალისწინა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ნაციონალური სამსახურის დირექტორმა დენის ბლერმა მწუხარება გამოთქვა ლონდონის მხრიდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე და დასძინა, რომ ამ შემთხვევამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურების მომდევნო თანამშრომლობაზე.

"ძალიან ვწუხვართ ბრიტანეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. ბრიტანეთის მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია იმ პირობით გადავეცით, რომ საიდუმლო ინფორმაცია ყველასთვის ხელმიუწვდომელი ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება კი ჩვენს მომდევნო ურთიერთობას გაართულებს დაზვერვის თაობაზე ინფორმაციის გაცვლისა და ქვეყნების უსაფრთხოების თვალსაზრისით," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენ ლაბოლტმა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი