დაღესტანში "რუსეთის ფოსტის" ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირებმა ოთხი მილიონი რუბლის ოდენობის თანხა გაიტაცეს.
24 საათი 02.03.10
დაღესტანში "რუსეთის ფოსტის" ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირებმა ოთხი მილიონი რუბლის ოდენობის თანხა გაიტაცეს.
რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოროტმოქმედები "რუსეთის ფოსტის" სპეციალურ მანქანას გერგებელ-კუნზახის საავტომობილო გზაზე 27 თებერვალს დღის სამ საათზე დაესხნენ თავს.
ოთხინიღბიანი ბოროტმოქმედი სავარაუდოდ ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. ისინი დანაშაულის ადგილოდან "ჟიგულის" მარკის ავტომანქანით მიიმალნენ. მძარცველების დასაკავებლად ოპერატულ-საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. "მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიება ბოროტმოქმედების დასაკავებლად და გატაცებული თანხის მოსაძებნად," - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენლები.