RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ერთპროცენტიანი ცდომილებით ევროპული არჩევნებისკენ

“ზოგიერთი პარტია არჩევნებისთვის არ ემზადება.

24 საათი 17.02.10

“ზოგიერთი პარტია არჩევნებისთვის არ ემზადება.

არჩევნები არ გაყალბდება! არც იოცნებონ ამაზე!"- ასეთი ხმამაღალი პოლიტიკური განცხადება გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მას შემდეგ, რაც ქართული არჩევნების აქილევსის ქუსლზე - საარჩევნო სიების მოწესრიგებულობაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ამ გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ევროსტანდარტებით ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, ხარატიშვილი ირწმუნება, რომ საარჩევნო სიებში ცდომილება ერთ პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა ევროპაში, ჩვეულებრივ, 3-5 პროცენტი ყოფილა.დღეს საქართველოში 3 587 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე ცხოვრობს. ცესკო-ს ეს მონაცემი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. უფრო სწორად, სამოქალაქო რეესტრიდან 3 677 795 ამომრჩევლის სია გადასცეს ცესკო-ს, მაგრამ სიის შემდგომი დამუშავების შედეგად ამ მონაცემებს, დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი გამოაკლდა. ხარატიშვილის ინფორმაციით, ეს ის ხალხია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი (სტატუსის გარეშე) უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც მხოლოდ სხვა ქვეყნის მისამართები აქვთ მითითებული და გარდაცვლილები.

მხოლოდ ერთპროცენტიანი ცდომილების არ სჯერათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. “მრეწველთა" ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ტყემალაძის ამასწინანდელ განცხადებას, თითქოს საარჩევნო სიებში დაფიქსირებული ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კორპუსი ბუნებაში არ არსებობს, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აბსურდულს უწოდებს; გამონაკლისის სახით კი ტყემალაძეს მასთან ერთად ვარკეთილში ამ კორპუსის მონახულებას სთავაზობს. თავად “მრეწველთა" წარმომადგენელი “24 საათთან” საუბარში აცხადებს, რომ კარდაკარ სიარულს და სიების სრულად გადამოწმებას დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხებენ. ამიტომ მხოლოდ შერჩევითი შემოწმებებით შემოიფარგლებიან. კარდაკარ სიარულს აპირებენ “რესპუბლიკელები". თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ცესკო-ს მიერ ოპოზიციისთვის გადაცემული სიების გადამოწმებას ადგილებზე გასვლით, ელექტრონული მონაცემთა ბაზების შეპირისპირებით და სხვადასხვა მონაცემთა ბაზის შედარებით მოახერხებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას სიებთან დაკავშირებული პრეტენზიით ოფიციალურად არ მიუმართავს არც ცესკო-სა და არც სამოქალაქო რეესტრისთვის. თუმცა, ამის საშუალება პარტიებს 31 მარტამდე ექნებათ. “რესპუბლიკელები", როგორც ჩანს, დარღვევათა არა პერიოდულად მიწოდების, არამედ ერთჯერადად და ორგანიზებულად გამოაშკრავების მომხრენი არიან. სრულად გამოიყენებენ განსაზღვრულ ვადას “მრეწველებიც". მხოლოდ “ახალი დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ითხოვს გადამოწმებული სიების წარდგენის ვადის გადაწევას 15 აპრილამდე.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ დარღვევათა მიწოდების შემთხვევაში შეცდომა სამ დღეში გამოსწორდება. თუმცა, აცხადებს, რომ ამ მხრივ სააგენტოს ბევრი სამუშაო არ ექნება, რადგან მიმდინარე წლის 1 თებერვლისთვის წარმოდგენილ სიაში "მკვდარი სულების თემა საბოლოოდ დახურულია".

გამოდის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. ამჯერად ოპოზიციის ვაჟკაცობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სრულყოფილი საარჩევნო სიებით ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

სალომე დათუნაშვილი

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი