RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

არასამთავრობოებმა წინასაარჩევნოდ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოში მოქმედი 27 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ძალისხმევით აპირებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ბრძოლას.

24 საათი 03.02.10

საქართველოში მოქმედი 27 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანი ძალისხმევით აპირებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ბრძოლას.

ამ მიზნით მათ კოალიციის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. როგორც “24 საათს” საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა განუცხადა, მათ ორგანიზაციას კოალიციაში საქმიანობის გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად მასშტაბები იზრდება.

კოალიციაში, სახელწოდებით “სამოქალაქო განვითარება”, გაერთიანდნენ არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატთა გაერთიანებები, მედიის წარმომადგენლები. მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არიან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კანონი ხალხისთვის", "სამართლიანი არჩევნები", "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "მრავალეროვანი საქართველო", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "მედია-მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა", "საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები" და სხვ.

“არჩევნების დაკვირვებას ყოველთვის კოალიციურად ვახდენთ ხოლმე. მაგალითად, წინა არჩევნების დროს “სამართლიან არჩევნებთან” და “საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” ერთად ვმოქმედებდით. შევიმუშავეთ ათი პრინციპი, ათი რეკომენდაცია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედიოდა, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად წარვადგინეთ ჩვენეული ხედვა,” - განუცხადა “24 საათს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა.

ხიდაშელის განმარტებით, ახლად შექმნილი კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოორდინირებულად, შეთანხმებულად იმოქმედონ. აქ იგულისხმება როგორც საარჩევნო უბნების გადანაწილება არჩევნების პროცესში მონიტორინგის ჩატარების მიზნით, ასევე მონიტორინგის შედეგების გაზიარება, რათა შემდგომში ერთობლივი ლობირება მოახდინონ.

ადვოკატთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლალი აფციაურმა გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საარჩევნო სამართალში 100 ადვოკატს მოამზადებენ, რომლებიც არჩევნების დროს წამოჭრილ საჩივრებზე იმუშავებენ.

მემორანდუმის გაფორმება პირველი ნაბიჯი იყო. ამის შემდეგ კოალიციის წევრი ორგანიზაციები პერიოდულად გამართავენ შეხვედრებს და შემდგომი მოქმედების გეგმას შეიმუშავებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი