RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სააკაშვილს რუსეთმა საჰაერო სივრცე დაუბლოკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობების შესახებ ლექციას წაიკითხავს.

24 საათი 21.01.10

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობების შესახებ ლექციას წაიკითხავს.

გუშინ კი მან ესტონელ კოლეგა ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან მოლაპარაკებები გამართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. გარდა ამისა, ესტონეთი აპირებს დიპლომატიური სკოლის დაფუძნებას, სადაც საქართველოს წარმომადგენლები ესტონეთის გამოცდილებას გაიზიარებენ.

სააკაშვილს ილვესთან შეხვედრაზე მისვლა დააგვიანდა. პრეზიდენტმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე დაგვიანების მიზეზების შესახებ განმარტება გააკეთა. "ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის, თვითმფრინავს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე რეალურად იყო საჭირო. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სახელმწიფოს საჰაერო სივრცის გადაკვეთაზე თანხმობამ დააყოვნა. ამის გამო შორი გზა გავიარეთ," - აღნიშნა სააკაშვილმა. მან რუსეთის ფედერაციაზე სხვა კონტექსტშიც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "ისინი ჩვენს საქმეებში ჩარევას ცდილობენ. მიაჩნიათ, რომ მათ გარეშე ვერ ვიარსებებთ, სწორედ ამით არის გამოწვეული საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში მათი აქტიურობა. მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, ჩვენი ქვეყანა მაინც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა რეგიონში." სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ადგილი აქვს ეთნიკურ წმენდას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მაინც მტკიცედ დგას. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ, მიღწევების მიუხედავად, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს გადასალახი."

სააკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა გაიხსენა. საქართველოს პირველმა პირმა შენიშნა, რომ ესტონეთის პრეზიდენტს ეკუთვნის ფრაზა - "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" და ეს, როგორც სააკაშვილმა დასძინა, მოგვიანებით სენატორმა ჯონ მაკკეინმა გაიმეორა. გარდა ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ესტონელები მაშინ იდგნენ საქართველოს გვერდით, როცა ქვეყანაში ოკუპანტები საომარ მოქმედებებს აწარმოებდნენ. "მე საიდუმლო სამსახურებიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს, რომელიც ესტონეთიდან თბილისისკენ მოფრინავდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირადი ბრძანებით ბალისტიკური ჭურვი ესროლეს. ეს მაშინ, როცა თბილისში პარლამენტის წინ, მეგობარი ევროპელი ლიდერების თანადგომით, ჩვენი მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. ჩვენ გაგვაერთიანა არა იარაღის მუქარამ, არამედ თავისუფლების იდეამ და თავისუფლების სიყვარულმა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებაა," - აღნიშნა სააკაშვილმა. მან მხარდაჭერისთვის ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და იგი ტალინში წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა. "მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ესტონეთში ვმასპინძლობ. არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში და მინდა, ვარდების რევოლუციიდან დღემდე ქვეყნის განვითარების პროცესზე გავაკეთო აქცენტი. მივესალმები საქართველოში ჩატარებულ რეფორმებს ეკონომიკაში, საკანონმდებლო ცვლილებებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მაჩვენებლებს."

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ტომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა: "ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ შეცვლილ რეალობას. შექმნილი რეალობა რთულია, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად მოთმინება და დიპლომატიაა საჭირო. ჩვენ საქართველოს ყველა მიმართულებით დავეხმარებით."

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მარტ ლაარიც წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. "მარკ ლაარიმ მოგვცა რწმენა, რომ შეუძლებელს შევძლებდით. მიღწეული წარმატებები სწორედ მისი რეკომენდაციების დამსახურებაა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ორდენის გადაცემამდე. ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარტ ლაარის თქმით, "ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ სიტყვების მოსმენა. საკმარისი არ იყო ის, რომ რჩევებს ვიძლეოდი, მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ითვალისწინებდნენ."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი