RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შემოსავლების სამსახური ფუნქციებს იცვლის

შემოსავლების სამსახური ფუნქციებს იცვლის და მისი მომსახურება ფასიანი ხდება.

24 საათი 15.01.10

შემოსავლების სამსახური ფუნქციებს იცვლის და მისი მომსახურება ფასიანი ხდება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებმა გუშინ გამართულ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი "შემოსავლების სამსახურის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები I მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, უქმდება "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც შექმნილი იყო ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - შემოსავლების სამსახური და მის ბაზაზე ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ფუნქციებში შედის: გადასახადის/გადასახდელის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გადასახადის/გადასახდელების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრის საკითხებზე კანონპროექტებისა და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლი; სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

კანონპროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, ფინანსთა საქვეუწყებო დაწესებულება შემოსავლების სამსახური აგრძელებს ფუნქციონირებას აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე. მთავრობა არა უგვიანეს 2010 წლის 15 აპრილისა უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დამტკიცებას, ხოლო არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა აღნიშნული სამსახურის უფროსი დაინიშნება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ დეპუტატებს გარკვეული სახის შეკითხვები გაუჩნდათ. მოქმედი კანონმდებლობით ფინანსურ პოლიციას სამართალდარღვევათა პრევენციისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე დაინტერესდა: წარმოდგენილი პროექტით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს ექნება თუ არა იარაღის ტარების უფლება? მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის განმარტებით, აღნიშნულ სამსახურისგან საგამოძიებო ფუნქციები გამოიყო და ამიტომაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება ჩამორთმეული აქვთ.

ამ ეტაპზე მოსაკრებლებს ფიზიკური და იურიდიული პირები საბროკერო კომპანიების მეშვეობით იხდიდნენ. ამიტომაც დეპუტატები დაინტერესდნენ: აიკრძალება თუ არა მომავალში საბროკერო კომპანიების საქმიანობა და სავალდებულო იქნება თუ არა მხოლოდ ფინანსურ სამსახურში მოსაკრებლების გადახდა? გია ხუროშვილის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სერვისით მომსახურება ნებაყოფლობითი იქნება. მომსახურებისთვის დაწესდება გარკვეული ტარიფები და ის იმუშავებს იმ მექანიზმით, რომლითაც დღემდე საჯარო რეესტრი და სხვა მსგავსი სამსახურები მუშაობს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გადახდილი მოსაკრებლის შესახებ იურიდიულ პირს ცნობის აღება დაჩქარებული წესით დასჭირდება, მაშინ ის დადგენილ თანხაზე ორჯერ მეტს გადაიხდის.

წარმოდგენილი კანონპროექტი აღნიშნული კომიტეტების სხდომაზე მოიწონეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს: "ჩვენ გვსურს, მოქნილი და მობილური გახდეს შემოსავლების სამსახური და სხვადასხვა სერვისების შემოღებით გვერდით დაუდგეთ გადამხდელებს. ამიტომაც, წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპები პარლამენტისთვის მისაღებია. სადავო საკითხებს პროექტის მუხლობრივი განხილვის დროს მივუბრუნდებით."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი