RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შეხვედრის ადგილი უცვლელია

პრეზიდენტის და არასამთავრობოების კონსულტაციები დღეს გაიმართება

24 საათი 11.01.10

პრეზიდენტის და არასამთავრობოების კონსულტაციები დღეს გაიმართება

როგორც “24 საათს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა განუცხადა, გუშინდელი შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა პრეზიდენტის თვითმფრინავის დაგვიანება; პრეზიდენტი მიუნხენიდან მოფრინავდა.

კანონის თანახმად, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უნდა წარედგინა არა უგვიანეს 8 იანვრისა. ქვეყნის პირველ პირსა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა ორი დღის დაგვიანებით იყო დანიშნული და გუშინ, 10 იანვარს, საღამოს 20.00 საათისთვის უნდა გამართულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები გუშინ ბათუმში იმყოფებოდნენ და იქიდან სატელევიზიო ეთერში კომენტარებს აკეთებდნენ, “ბათუმი შეარატონში” დაგეგმილი შეხვედრა არ გამართულა.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე სამი სავარაუდო კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე ეკა სირაძე-დელონეს კანდიდატურა წამოაყენა. არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი კი იურისტ კახა სოფრომაძეს უჭერს მხარს. გუშინ გვიან ღამით გაირკვა, რომ თავმჯდომარის პოსტზე განაცხადის გაკეთების სურვილი გამოთქვა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან თარხნიშვილმა.

პრეზიდენტ სააკაშვილსა და არასამთავრობოების შეხვედრის ადგილი უცვლელი რჩება. მათ კონსულტაციები დღეს 12.00 სთ-ზე უნდა გამართონ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის და არასამთავრობოების მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი უნდა დაამტკიცოს. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით ცესკო-ს იმ წევრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მიერ არიან დანიშნულები. თავმჯდომარის დამტკიცებას ხმათა უმრავლესობა სჭირდება - არანაკლებ 4 ხმისა.

"საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკო-ს სხდომა მოწვეული უნდა იყოს არაუგვიანეს 11 იანვრისა.

ცნობისათვის - ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების მიერ სულ ექვსი წევრია დანიშნული: ზურაბ მარაქველიძე - “ რესპუბლიკური პარტიიდან ”, გიორგი ჯავახიშვილი - "მრეწველებიდან", ნინო გოგუაძე - "კონსერვატორებიდან", გიორგი მთვარელიძე - "ლეიბორისტული პარტიიდან", გოჩა ჯოჯუა - "ქრისტიან-დემოკრატებიდან" და ვალერი ჭელიძე - პარტიიდან "ჩვენ თვითონ".

იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო ამ სამი კანდიდატიდან თავმჯდომარეს ვერ შეარჩევს, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს იმავე კანდიდეტებიდან საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, 7 დღის ვადაში ირჩევს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი