RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

კონსტიტუციის განხილვა უზენაეს სასამართლოში

რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტს განიხილავს და მოწონების შემთხვევაში, მის დამტკიცებაზეც იმსჯელებს.

24 საათი 03.09.10

რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტს განიხილავს და მოწონების შემთხვევაში, მის დამტკიცებაზეც იმსჯელებს.

თუმცა, მანამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს სხვადასხვა სტრუქტურაში თუ ორგანიზაციაში განიხილავს და საზოგადოების მოსაზრებებს ისმენს. ამ მიზნით, გუშინ, კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი უზენაეს სასამართლოში წარადგინა და მოსამართლეებთან ერთად განიხილა.

უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი უძღვებოდა. განხილვაში მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პარლამენტარები და სამივე ინსტანციის მოსამართლეები.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ის ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციის პროექტში არის ასახული.

განხილვის ძირითადი დრო კი, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ცვლილებებზე საუბარს დაეთმო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხი იყო.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები დღეს მოქმედი კონსტიტუციითაც მყარად არის გარანტირებული, სიახლეა მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო მეტი გარანტია იქნება მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის," - განაცხადა შეხვედრაზე ავთანლილ დემეტრაშვილმა და იქვე განმარტა: "მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კოეფიციენტს გაზრდის, მაგრამ მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი პოსტებზე მუდმივად იქნებიან. თითოეული გადაცდომის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, კანონდამრღვევი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინალური დევნა დაიწყოს," - აღნიშნა მოსამართლეებთან შეხვედრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ასევე გაზრდილია მოსამართლედ დასანიშნი კანდიდატის ასაკობრივი ზღვარიც. თუ დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს კანდიდატი, რომელსაც შეუსრულდა 28 წელი, საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, ეს ზღვარი 30 წლამდეა გაზრდილი. ასევე, კონსტიტუციის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

საბოლოოდ, შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა შეაჯამა და განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან, ისე საკანონმდებლო ორგანოსთან.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი