17 წლის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე რუსეთის ქალაქ იაროსლავში მოკლეს.
24 საათი 17.03.10
17 წლის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე რუსეთის ქალაქ იაროსლავში მოკლეს.
აფხაზი სტუდენტი იაროსლავის სამედიცინო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი იყო.
მკვლელობის საქმეზე რუსეთის ქალაქ იაროსლავის ძერჟინსკის რაიონის რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"17 წლის სტუდენტის გვამი ძერჟინსკის რაიონის ველოდრომზე აღმოაჩინეს. სხეულს მრავალრიცხოვანი დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა," - იუწყება რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით. მიმდინარეობს გამოძიება.
ჯი-ეიჩ-ენი