RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მედიის როლი

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით თელავში გაიმართა ტრენინგი "საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მედიის როლი სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში".

24 საათი 16.03.10

არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით თელავში გაიმართა ტრენინგი "საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მედიის როლი სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში".

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა. ტრენინგზე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ექსპერტების გარდა, მიწვეულნი იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ექსპერტი თეიმურაზ ტუღუში და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. ტრენინგი გახსნა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, საქმიანობის თავისებურებანი, დანერგილი სიახლეები, შედეგები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ექსპერტმა დიმიტრი ხაჩიძემ, რომელიც ამავე დროს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილზე კონსტიტუცის პროექტში. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკა - მიმდინარე და უკვე განხილული სარჩელები და მნიშვნელოვანი შედეგები.

ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მედიის როლს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ კოლეგებთან ერთად ისაუბრა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე. შეხვედრა გაიმართა პროექტის "საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ამერიკულ ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფარგლებში.

პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმებისა და ხარვეზების გამოვლენითა და აღმოფხვრის გზით ქართული კანონმდებლობის დახვეწა, დაზარალებულთა უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი