RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ევროპა ებრძვის "რუსულ მაფიას"

დაკავებულთა დიდი ნაწილი ქართველია

24 საათი 16.03.10

დაკავებულთა დიდი ნაწილი ქართველია

გუშინ დილით, ევროპის 6 ქვეყანაში, "რუსული მაფიის" წინააღმდეგ სპეცოპერაცია YAVA ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს ევროპელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყოფილ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ვეღარ საქმიანობენ და უცხოეთის ქვეყნებში "რუსული მაფიის" სახელით არიან ცნობილი.

გუშინ დილით დაწყებული სპეცოპერაცია მართალია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ევროპელმა სამართალდამცველებმა უკვე 69 კრიმინალი დააკავეს, მათ შორის 24 - ესპანეთში.

ესპანური გამოცემა El Pais წერს, რომ სპეცოპერაცია ესპანელი სამართალდამცველების მიერ იყო დაგეგმილი და ბარსელონში, ველენსიაში და გვადალახარაში ჩატარდა. "ქალაქებში, სადაც ქართული მაფია წლებია მოქმედებს," - წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებულები ძირითადად საქართველს და სომხეთის მოალაქეები არიან - პირები, რომლებიც ორგანიზებულ-დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ლიდერობდნენ. ბარსელონას სასამართლოში სამართალდამცველებმა დაუდასტურეს, რომ დაკავებული არიან რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები.

როგორც ევროპული წამყვანი გაზეთები წერენ, დაკავებულები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ისინი ბრალდებული არიან ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდასა და კორუფციული სქემების დაგეგმვა-განხორციელებაში. რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს კავშირი ჰქონდათ, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ გახმაურებულ შეკვეთილ მკვლელობებში.

სპეცოპერაციები ჩატარდა გერმანიაში, ავსტრიში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში. საფრანგეთის შსს-ს მიერ გავრცელებლი ინფორმაციით, ფრანგმა კარაბინერებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებივი დაჯგუფების 3 ლიდერი.

BBC ცნობით, თავდაპირველად დაკავებულთა თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსული მაფიის წევრები იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტმა სარა ეინსფორმა, ესპანეთის სამართალდამცველ სტრუქტურებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ დაკავებულები ქართული მაფიის წარმომადგენლები არიან.

სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია მთელი წლის მანძილზე მზადდებოდა, რადგანაც, ქართულ მაფიას ესპანეთსა და ევროპაში მოღვაწეობის მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ევროპლი გამოცემები იხსენებენ ესპანეთის მიერ რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ მოთხოვნას, ტარიელ ონიანის ექსტრადიციის თაობაზე და გამოთქვამენ ეჭვს, რომ გუშინდელ სპეცოპერაციასა და ამ მოთხოვნას შორის არსებობს სამართლებრივი კავშირი.

ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მარტის დასაწყისში განხორციელდა "ორეხოვოს" დაჯგუფების ლიდერის სერგეი ბუტორინის ექსტრადიცია ესპანეთიდან რუსეთში. ბუტორინი 40 შეკვეთილ მკვლელობაშია ბრალდებული. იგი 2001 წელს ბარსელონაში დააკავეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ევროპული გაზეთები იმასაც იუწყებიან, რომ 3 მარტს ესპანეთის სასამართლომ, 300 ათასი ევროს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე შაქრო კალაშოვი - მაფიოზი, რომელიც ფულის გათეთრებისთვის იყო დაპატიმრებული.

გარდა ამისა, როგორც ევროპული გაზეთები წერენ, იანვრის დასაწაყისში ესპანეთის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა რამდენიმე "კანონიერი ქურდი", რომლებიც კალაშოვის და ტარიელ ონიანის პარტნიორები იყვნენ და რომელთა ციხიდან გამოშვებაც მილიონნახევარი ევრო დაჯდა.

გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა,

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ ესპანეთში დააკავეს "კანონიერი ქურდი" კახა შუშანაშვილი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. იგი "კანონიერი ქურდის" ლაშა შუშანაშვილის, მეტსახელად "ლაშა რუსტავსკის" ძმაა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოეპოვებათ, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათთვის დილიდანვე იყო ცნობილი, რომ ევროპაში ტარდებოდა სპეცოპერაცია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი